png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით ბათუმში ნაპირდაცვითი ღონისძიებები დაფინანსდება

  • ეკონომიკა
  • 26.10.2015
  • 17:41
აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით ბათუმში ნაპირდაცვითი ღონისძიებები დაფინანსდება

მიმდინარე წლის 26 ოქტომბერს, საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს (ADB) შორის „მდგრადი ურბანული ტრანსპორტის საინვესტიციო პროგრამის - პროექტი 4“-ის განხორციელების მიზნით ხელი მოეწერა ხელშეკრულებას.

დოკუმენტს ხელი მოაწერეს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა და საქართველოში აზიის განვითარების ბანკის მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორმა იეშიმ ელჰან-კაიალარმა.

2016-2019 წლებში, პროექტის განხორციელებისთვის, აზიის განვითარების ბანკი გამოყოფს 20 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ფინანსურ რესურსს და ძირითადად დაფინანსდება ქალაქ ბათუმში ნაპირდაცის სამუშაოები.

პროექტს განახორციელებს საჯარო სამართლის იურიდიულ პირი - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი, რომელთანაც აზიის განვითარების ბანკმა დღესვე ხელი მოაწერა საპროექტო ხელშეკრულებას. დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯუანშერ ბურჭულაძე და საქართველოში აზიის განვითარების ბანკის მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორმა იეშიმ ელჰან-კაიალარმა.

„მდგრადი ურბანული ტრანსპორტის საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში“, რომელიც ითვალისწინებს ურბანული ტრანსპორტის ინფრასტრუქტურის სრულყოფას, რეკონსტრუქციასა და რეაბილიტაციას, ADB-ის მიერ საქართველოსთვის 2010-2020 წლებში განსაზღვრულია 300 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ფინანსური რესურსის გამოყოფა.
აღნიშნული პროგრამის ფარგლებში უკვე მიმდინარეობს 3 პროექტი:
• „მდგრადი ურბანული ტრანსპორტის საინვესტიციო პროგრამა - პროექტი 1”- დაახლოებით 85 მლნ აშშ დოლარი. აღნიშნული პროექტიდან ფინანსდება: თბილისის მეტროს გაგრძელება (ვაჟა-ფშაველას გამზირი), მესტიის გზის რეაბილიტაცია (დასრულდა), ანაკლიის ნაპირდაცვის (I ფაზა) ღონისძიებები;
• „მდგრადი ურბანული ტრანსპორტის საინვესტიციო პროგრამა - პროექტი 2”- დაახლოებით 64 მლნ აშშ დოლარი. პროექტიდან ფინანსდება: თბილისი-რუსთავის გზის დამაკავშირებელი მაგისტრალის მშენებლობა (პირველი და მესამე მონაკვეთი) და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან არსებული ხიდების ლაბორატორიის ინსტიტუციური გაძლიერება;

• „მდგრადი ურბანული ტრანსპორტის საინვესტიციო პროგრამა - პროექტი 3”- დაახლოებით 73 მლნ აშშ დოლარი. პროექტიდან ფინანსდება: თბილისი-რუსთავის გზის დამაკავშირებელი მაგისტრალის მშენებლობა (II მონაკვეთი) და ანაკლიის ნაპირდაცვის (მეორე ფაზა) ღონისძიებები.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge