png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

სამთავრობო პროგრამის ფარგლებში „აწარმოე საქართველოში“ შპს “ლეგომეტალი” ახალ საწარმოს აამოქმედებს

  • ეკონომიკა
  • 26.10.2015
  • 15:52
სამთავრობო პროგრამის ფარგლებში „აწარმოე საქართველოში“  შპს “ლეგომეტალი” ახალ საწარმოს აამოქმედებს

 

სამთავრობო პროგრამის ფარგლებში „აწარმოე საქართველოში“, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ მეწარმეობის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერითა და ძალისხმევით   შპს “ლეგომეტალი” ახალი საწარმოს ამოქმედებას 2016 წლიდან, გარდაბნის რაიონში, სოფელ მარტყოფში შეძლებს.

შპს „ლეგომეტალი“ 2009 წელს დაარსებული კომპანიაა, რომლის საქმიანობის ძირითად მიმართულებას ფერადი ლითონის გადამუშავება-ექსპორტი და ალუმინის ნახევარფაბრიკატის წარმოება წარმოადგენს, სამომავლოდ კი ახალი საწარმოს განვითარების დღის წესრიგით უწყვეტი ჩამოსხმის დანადგარებისა და პრესის დამონტაჟებაა გათვალისწინებული, რაც, თავის მხრივ,   კომპანიას საშუალებას მისცემს ალუმინის დეტალები აწარმოოს. უფრო კონკრეტულად, პროექტის ფარგლებში შეიქმნება ახალი მაღალტექნოლოგიური, სტაბილურად მოქმედი საწარმო, რომელიც შეისყიდის ადგილობრივ ბაზარზე არსებულ ფერად ლითონს ალუმინის ჯართის სახით და გადამუშავების შედეგად, ზოდის ან დე-ოქსიდანტის სახით, საბოლოო პროდუქტად ევროპის, იაპონიის და ჩინეთის მასშტაბით მომხმარებლებს ალუმინს შესთავაზებს.

აღნიშნული პროექტის ჯამური ინვესტიცია 1,335,286 აშშ დოლარს შეადგენს, არსებული გეგმების თანახმად საწარმოში პირდაპირ დასაქმებულ პირთა რაოდენობა 28 ადამიანს გაუტოლდება, არაპირდაპირ დასაქმებულთა რიცხვი კი 70 პირს მიაღწევს.

შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ მიზნად ისახავს მეწარმე-სუბიექტების მხარდაჭერის, ახალი საწარმოების შექმნის/არსებული საწარმოს გაფართოების ან გადაიარაღების გზით საქართველოში მეწარმეობის განვითარებას. ამავდროულად, სააგენტოს საქმიოანობა ქვეყნის მასშტაბით სამეწარმეო კულტურის დანერგვას ემსახურება და კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესებისა და ქვეყნის საექსპორტო პოტენციალის ზრდისკენაა მიმართული.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge