png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

გიორგი ალიბეგაშვილი იაკობ გოგებაშვილის 175 წლის იუბილისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო

  • საზოგადოება
  • 25.10.2015
  • 18:40
გიორგი ალიბეგაშვილი იაკობ გოგებაშვილის 175 წლის იუბილისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი და საკრებულოს დეპუტატები იაკობ გოგებაშვილის 175 წლის იუბილისადმი მიძღვნილ ღონისძიებას, სახელწოდებით „დედაენელები“  დაესწრნენ.

ღონისძიება  თბილისის ძველ მუზეუმში, ქარვასლაში გაიმართა და ის „დემოგრაფიული აღორძინების ფონდისა“ და იაკობ გოგებაშვილის ფონდის მიერ იყო ორგანიზებული.

საკრებულოს თავმჯდომარე საიუბილეო საღამოზე სიტყვით გამოვიდა და ქართველი ერის წინაშე იაკობ გოგებაშვილის ღვაწლზე ისაუბრა. 

„საკრებულო თავიდანვე ჩაერთო და მხარი დაუჭირა ამ ღონისძიების ჩატარებას.  იაკობ გოგებაშვილის მიერ შექმნილი დედაენა ჩვენი სულიერი ძეგლია. იაკობ გოგებაშვილი დიდი ილიას თანამებრძოლი იყო. ისინი ერთად იბრძოდნენ არა სახელისა და დიდებისათვის, არამედ სამშობლოსათვის. დედაენის შემქმნელი  ამ ბრძოლაში უკომპრომისო იყო და მან ქართული ენა გადაარჩინა“, - განაცხადა  გიორგი ალიბეგაშვილმა. 

ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო ცნობილი ქართველების ფოტოგამოფენა, წარწერით, რომელშიც თითოეული მათგანი განმარტავდა, თუ რა არის მისთვის დედაენა, მათ შორის საკრებულოს დეპუტატები რიმა ბერიძე და გულიკო ზუმბაძე.  

საიუბილეო ღონისძიებას საქართველოს მთავრობის, პარლამენტის და ქართული საზოგადოების ყველა სფეროს ღვაწლმოსილი წევრები და მოწვეული სტუმრები  ესწრებოდნენ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge