png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

გიგა ბოკერიამ ე.წ. მოდულის შენობა დატოვა

  • სამართალი
  • 24.10.2015
  • 21:43
გიგა ბოკერიამ ე.წ. მოდულის შენობა დატოვა

გიგა ბოკერიამ ე.წ. მოდულის შენობა დატოვა. როგორც "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ბოკერიამ დაკითხვის შემდეგ განაცხადა, შეკითხვები პორტალებზე გამოქვეყნებული მასალის ირგვლივ დაუსვეს.

"საცოდაობაა, რომ ამ სისულელესა და აბსურდზე ჩვენი კონტრდაზვერვის თანამშრომლებს საერთოდ რაიმე დროს ახარჯინებენ. მაგრამ ესეც ძალიან მცირე პრობლემაა იმ დიდ პრობლემასთან შედარებით, რომელიც ჩვენ გვაქვს ქვეყანაში ივანიშვილის რეჟიმის სახით”, - განაცხადა ბოკერიამ.

”ჩვენ ყველამ ძალიან სერიოზულად უნდა განვიხილოთ ის გამოწვევა, რომელიც ჩვენი ქვეყნის მომავლის წინაშე დგას ივანიშვილისა და მისი თოჯინების სახით. დარწმუნებული ვარ, ჩვენი საზოგადოება ამ პრობლემას გადაწყვეტს ძალიან ოპერატიულად. საუბარი იყო იმ სისულელეზე, რაც ვიხილეთ სოციალურ ქსელებში და რაც თვითონ დაადასტურეს ბრიფინგზე. ჩემთვის უცნობია რაიმე ოპერატიული მასალა იმ ბოდვის გარდა, რომელსაც გაეცნო საზოგადოება სამართალდამცავ ორგანოებთან დაკავშირებული პორტალების მეშვეობით", - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილის ლევან იზორიას განცხადებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და მედიასაშუალებებში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, დაიწყო გამოძიება საქართველოს სსკ-ის 315-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს შეთქმულებას სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად ან ხელში ჩასაგდებად. მედიაში გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმად, თითქოს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უშიშროების საბჭოს ყოფილ მდივანს გიგა ბოკერიას 22 ოქტომბერს, სტამბოლის ათა-თურქის აეროპორტში ესაუბრება. საუბრის სტენოგრამაში სააკაშვილისა და ბოკერიას მიერ საქართველოში სახელმწიფო გადატრიალების მომზადების გეგმაზეა საუბარი. ამ ინფორმაციის საფუძველზე, 24 ოქტომბერს გიგა ბოკერია დაკითხვაზე დაიბარეს.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge