png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

31-ე ბატალიონის ნაკრები ასეული ავღანეთიდან სამშობლოში დაბრუნდა

  • თავდაცვა
  • 24.10.2015
  • 17:47
31-ე ბატალიონის ნაკრები ასეული ავღანეთიდან სამშობლოში დაბრუნდა

საქართველოს შეიარაღებული ძალების III ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონის ნაკრები ასეული ავღანეთიდან საქართველოში სრული შემადგენლობით უდანაკარგოდ დაბრუნდა.

ალექსეევკას სამხედრო აეროდრომზე ჯარისკაცებს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი, გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე და საქართველოს შეიარაღებული ძალების მაღალი რანგის წარმომადგენლები დახვდნენ.

გენერალური შტაბის უფროსის, გენერალ-მაიორ ვახტანგ კაპანაძის განცხადებით, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის შესრულების დროს ასეულმა მაღალი საბრძოლო მომზადების დონე გამოავლინა და მათი გამოცდილების თითოეული წამი საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ასამაღლებლად იქნება გამოყენებული.
„სასიხარულოა, რომ ეს უკვე როტაციის ბოლო კომპონენტია და ეს ის ასეულია, რომელმაც ამოცანის შესრულების დროს კარგად წარმოაჩინა თავი. აღსანიშნავია ასევე, რომ მეთაური აფხაზეთიდანაა, გალიდან და შეიარაღებულ ძალებში მთელი გულით მსახურობს. ასეულმა მაღალი საბრძოლო მომზადების დონე და მოტივაცია გამოავლინა. მათი გამოცდილების თითოეული წამი საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ასამაღლებლად იქნება გამოყენებული“, - განაცხადა გენერალ-მაიორმა კაპანაძემ.

„მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის ფარგლებში 31-ე ბატალიონის ნაკრებმა ასეულმა მასზე დაკისრებული მოვალეობა, აშშ-ს სარდლობის ხელმძღვანელობით, ქაბულის სამხედრო ბაზაზე შეასრულა. ქართველმა ჯარისკაცებმა, ამერიკელ სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად სრული სპექტრის სამხედრო ოპერაციები განახორციელეს. ასეულის მთავარი ამოცანა ქაბულში „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის შტაბისა და ბაზის შიდა პერიმეტრის უსაფრთხოების უზრუნველყოფა იყო.

ქართველი სამხედროები ავღანეთში მისიის შესასრულებლად, როტაციის წესით, მიმდინარე წლის მარტში გაემგზავრნენ. ქაბულში III ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონის ნაკრები ასეული II ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონის ნაკრებმა ასეულმა ჩაანაცვლა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
3 ოქტომბრამდე საქართველოში კვლავ ნალექია მოსალოდნელი
  • 16:29
3 ოქტომბრამდე საქართველოში კვლავ ნალექია მოსალოდნელი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge