png.ge
png.ge
png.ge
16+
12 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
12 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

ჩვენ გველოდება კიდევ უფრო რთული 2017 წელი - ზურაბ ჭიაბერაშვილი

  • პოლიტიკა
  • 27.12.2016
  • 16:12
 ჩვენ გველოდება კიდევ უფრო რთული 2017 წელი - ზურაბ ჭიაბერაშვილი

,,ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი ზურაბ ჭიაბერაშვილი მიიჩნევს, რომ მთავრობის შემოთავაზებული ყველა ინსტრუმენტი კიდევ უფრო რთულ 2017 წელს ნიშნავს.

„დედოლარიზაციისთვის ყველაზე საუკეთესო არის სტაბილური და სწრაფი ეკონომიკური ზრდა. ყველა ქვეყანაში, სადაც ეს წარმატებით მოხდა - იყო ეს პოლონეთი, ჩილე, ისრაელი თუ საქართველოს საკუთარი გამოცდილება, როცა დოლარიზაციის მაჩვენებელი იკლებდა - ეს ხდებოდა მხოლოდ სტაბილური, სწრაფი ეკონომიკური ზრდით. ყველა ინსტრუმენტი, რასაც ახლა მთავრობა გვთავაზობს, ეს არის ბიზნესის და ეკონომიკური თავისუფლების საწინააღმდეგო ინსტრუმენტი და მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება დღეს ბიზნესი გაჩუმდეს და მთავრობის მიმართ უკმაყოფილება საჯაროდ არ გამოხატოს, დამერწმუნეთ, რომ ეს ბიზნესაქტივობას კიდევ უფრო შეამცირებს და ჩვენ გველოდება კიდევ უფრო რთული 2017 წელი. რაც არ უნდა პოპულარული ჩანდეს ახლა საპროცენტო განაკვეთებზე ზედა ზღვრის დაწესება და ხალხს მოსწონდეს, რომ დავსაჯოთ ბანკები და მიკროსაფინანსოები, ვინაიდან აგრესია ახლა მათზე არის გადასული, კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ასეთი ინიციატივები ყველა ადამიანს, ვისაც სესხის აღება უწევს, ლომბარდებისკენ, კიდევ უფრო გაღარიბებისკენ, კიდევ უფრო მძიმე ვალებში ჩაგდებისკენ უბიძგებს. ის, რაც ჩვენ ახლა მოკლევადიანად პოპულარული გვგონია, სინამდვილეში, 6-7 თვეში ძალიან მძიმე შედეგების მომტანი იქნება მთლიანად ეკონომიკისთვის და ძალიან ბევრი ოჯახისთვის“, - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის ტანახმად, დგინდება შეზღუდვები უცხოურ ვალუტაში სესხის გაცემასთან დაკავშირებით, ასევე, სესხისთვის (გარდა იპოთეკურისა) პროცენტის განსაზღვრის შემთხვევაში, გაცემული სესხის წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთი 100%-ს არ უნდა აღემატებოდეს.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
  • 12:16
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
დონალდ ტრამპი – ვიფიქრე, ატლანტის ან წყნარ ოკეანეს „ტრამპის ოკეანე“ ან „ამერიკის ოკეანე“ ვუწოდოთ
  • 17:19
დონალდ ტრამპი – ვიფიქრე, ატლანტის ან წყნარ ოკეანეს „ტრამპის ოკეანე“ ან „ამერიკის ოკეანე“ ვუწოდოთ
აშშ-ზე დაყრდნობა ახლა არ შეიძლება - ევროპარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე
  • 17:05
აშშ-ზე დაყრდნობა ახლა არ შეიძლება - ევროპარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე
სახელმწიფოს მუდმივად აქვს იმედი, რომ დაგსჯის, სადღაც იქვე, მის დასში, მაგალითად, აჩიკო სოლოღაშვილები მოიძებნებიან - გურამ მაცხონაშვილი
  • 17:02
სახელმწიფოს მუდმივად აქვს იმედი, რომ დაგსჯის, სადღაც იქვე, მის დასში, მაგალითად, აჩიკო სოლოღაშვილები მოიძებნებიან - გურამ მაცხონაშვილი
მილიონობით ლარს, რომელსაც რუსთაველის თეატრი იღებს, ყოველწლიურად, ხარჯავს საზოგადოების ჯიბრში - გურამ მაცხონაშვილი
  • 16:56
მილიონობით ლარს, რომელსაც რუსთაველის თეატრი იღებს, ყოველწლიურად, ხარჯავს საზოგადოების ჯიბრში - გურამ მაცხონაშვილი
უბრალოდ შესანიშნავია, შემიძლია ყველაზე დიდი სისულელე ვთქვა და თქვენ მაინც ტაშს დამიკრავთ - დონალდ ტრამპი ამომრჩევლებს
  • 15:24
უბრალოდ შესანიშნავია, შემიძლია ყველაზე დიდი სისულელე ვთქვა და თქვენ მაინც ტაშს დამიკრავთ - დონალდ ტრამპი ამომრჩევლებს
ციხემ დედაჩემის და ორი უახლოესი ადამიანის ნომერი დაბლოკა - რეზო კიკნაძე
  • 15:23
ციხემ დედაჩემის და ორი უახლოესი ადამიანის ნომერი დაბლოკა - რეზო კიკნაძე
კიკვიძის პარკთან სახანძრო და სატვირთო მანქანა ერთმანეთს შეეჯახა
  • 08:07
კიკვიძის პარკთან სახანძრო და სატვირთო მანქანა ერთმანეთს შეეჯახა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge