png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
08 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
08 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

კვირიკაშვილი: გვესმის მოსახლეობის პრობლემები, მაგრამ ეს ვითარება აუცილებლად შეიცვლება

  • მსოფლიო
  • 15.12.2016
  • 12:22
კვირიკაშვილი:  გვესმის მოსახლეობის პრობლემები, მაგრამ ეს ვითარება აუცილებლად შეიცვლება

ჩვენ გვესმის მოსახლეობის წინაშე არსებული პრობლემები და გვესმის ყველაზე უკეთ, ძალიან ადვილია ასეთ დროს პოლიტიკური ქულების დაწერა ჩვენი ოპონენტების მხრიდან, მაგრამ მინდა ვთქვა, რომ ეს ვითარება აუცილებლად შეიცვლება, ვინაიდან ჩვენ ვგრძნობთ პასუხისმგებლობას,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე განახცადა.

"ეს არ არის ველოსიპედის გამოგონება,  ამ შემთხვევაში ის ნაბიჯები მაქვს მხედველობაში, რომელსაც ჩვენ ვდგამთ. საქართველო იწყებს ძალიან მნიშვნელოვან განვითარების პროცესს, ეს არ იქნება მარტივი, მაგრამ ეს პროცესი საქართველოს ეკონომიკას გააჯანსაღებს, რაც საქართველოს ჩააყენებს განვითარებული აღმოსავლეთ-ევროპული ქვეყნების რიგებში,  საქართველოს მოსახლეობას აღარ ექნება ის პრობლემები, რომელზეც ჩვენ დღეს ვსაუბრობთ. ყველა ნაბიჯი რომელსაც, ჩვენ ვდგამთ მიმართულია აქეთკენ და ჩვენ გვაქვს სრული პასუხისმგებლობა ამ პროცესზე",-აღნიშნა გიორგი კვრიკაშვილმა.

პრემიერმა მიმართა მოქალაქეებს, რომ ამ პროცესებს ჯანსაღი თვალით შეხედონ.

"მინდა, კიდევ ერთხელ მოვუწოდო ყველა ჩვენს თანამოქალაქეს, რომ ამ პროცესში შეხედოს ჯანსაღი თვალით. იცოდეს, რომ სახელმწიფოც დგამს  ნაბიჯებს. ჩვენ ვაკეთებთ 10%-იან ოპტიმიზაციას. გვესმის, რომ 30%-ით შეამცირეთ ხარჯები, მათემატიკურად ეს შესაძლებელია, მაგრამ ეს არის აბსოლუტურად უპასუხისმგებლო მიდგომა,რომელზეც ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ წავალთ. ჩვენ ვამცირებთ ხარჯებს იმ დონეზე, რა დონეზეც ეს შეგვანარჩუნებინებს ჯანსაღი განვითარების დინამიკას, ვაკეთებთ საგადასახადო ლიბერალიზაციას იმ მიმართულებაში, რომელიც ყველაზე მეტად აისახება ეკონომიკური ზრდის დინამიკა,  ვაკეთებთ გადასახადების ზრდას იმ მიმართულებებზე, რომელსაც ყველაზე ნაკლები უარყოფითი გავლენა ექნება ეკონომიკურ ზრდაზე. თითოეული ჩამონათვალიდან, თითოეული ნაბიჯი სწორედ აქეთკენ არის მიმართული, რომ შევქმნათ სწორი განვითარების პროცესი, მოხდეს სტრუქტურილი გაჯანსაღება , ჩვენი სავაჭრო ბალანსი გაჯანსაღდეს, რათა ჩვენ ნაკლებად ვიყოთ დამოკიდებული უცხოური ვალუტის რყევებზე და ჩვენმა მოსახლეობამ ერთხელ და სამუდამოდ დაივიწყოს სავალუტო კურსი და შეხედოს მხოლოდ და მხოლოდ ფასთა დონის ცვლილებას და ინფლაციას.
ეს პროცესი მარტივი არ იქნება,მაგრამ სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ეს პროცესი არის ერთადერთი სწორი ამონახსნი იმ გამოწვევებისა, რაც ჩვენს წინაშე დგას",-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
  • 19:10
შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
  • 18:17
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
  • 17:27
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
  • 17:25
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი -  მიხეილ სააკაშვილი
  • 15:46
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი - მიხეილ სააკაშვილი
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
  • 15:00
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
  • 10:50
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
  • 10:43
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge