png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
08 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
08 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

ამბოხებულები: ალეპოდან მოსახლეობის ევაკუაციის შესახებ ახალი შეთანხმება შედგა

  • მსოფლიო
  • 15.12.2016
  • 09:41
ამბოხებულები: ალეპოდან მოსახლეობის ევაკუაციის შესახებ ახალი შეთანხმება შედგა

სირიაში ალეპოს აღმოსავლეთ ნაწილიდან მოსახლეობის ევაკუაციის შესახებ ახალი შეთანხმება მიღწეულია, ამის შესახებ სირიის ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ.

მათი თქმით, შეთანხმება ძალაში ხუთშაბათს დილით უნდა შევიდეს. მოსკოვი ამ ინფორმაციას ჯერჯერობით არ ადასტურებს, ”ფრანც პრესის”სირიის ხელისუფლებასთან დაახლოებულმა  წყარომ კი ეს ინფორმაცია უარყო.

ამასთან ბაშარ ასადის მხარეს მყოფმა მებრძოლებმა სააგენტო ”როიტერს” ახალი შეთანხების” ფაქტი დაუდასტურეს. მათი თქმით, ქალაქის დატოვება ამბოხებულებს, მათ ოჯახებსა და ყველა მსურველს შეეძლება.

მანამდე მიღწეული შეთანხმება ევაკუაციის შესახებ, რომლის გარანტად რუსეთი და თურქეთი გამოვიდა, ძალაში შესვლისთანავე დაირღვა. მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია გუშინ ადგილობრივი დროით  დილის 5 საათიდან უნდა დაწყებულიყო.

რუსული მხარე ცეცხლის განახლებაში ამბოხებულებს ადანაშაულებდა.

ამასთან  ალეპოში ბი ბი სის არაბული სამსახური აცხადებს, რომ თავდასხმა ამბოხებუელბს არ განუხორციელებიათ, მათი მონაცემებით, ცეცხლი ნაღმტყორცნებიდან სახელისუფლებო არმიამ გახსნა.

”ბიბისის” ინფორმაციით, ქალაქის აღმოსავლეთ ნაწილში 50 ათასამდე მშვიდობიანი მოსახლეობა იმყოფება.

რამდენიმე მათგანმა შეძლო, სოციალური ქსელით ეთხოვა მსოფლიოსთვის, გადარჩენაში დახმარებოდნენ.

ქალაქის აღმოსავლეთით მცხოვრებმა აქტივისტმა, ლინა შეიმიმ „ტვიტერზე“ ვიდეომიმართვაში აღნიშნა :

”ასადმა და ირანელებმა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება დაარღვიეს, გენოციდი კვლავ გრძელდება. ადგილობრივი მოსახლეობა ქალაქშია კვლავ ჩაკეტილი და არავის შეუძლია ალეპო დატოვოს“.

”გასულ ღამეს დადებული ხელშეკრულების მიუხედავად, სახელისუფლებო ძალები ინტენსიურად უხსნიან ცეცხლს ალეპოს.“ ამბობს, ”სიენენის” სირიელი ჟურნალისტი ბილალ აბდულ ქარიმი

ქარიმი წერს, რომ ამბოხებულები მზად არიან დანებდნენ და ქალაქიდან გავიდნენ.

კიდევ ერთი ალეპოელი აქტივისტი, სალაჰ აშკარი კი წერს, რომ მოსახლეობა პანიკაშია და თავშესაფრებს ეძებს.

7 წლის ბანას ტვიტერზე წერს:

”მე ბანა ვარ, 7 წლის. ახლა მსოფლიოს ალეპოს აღმოსავლეთ ნაწილიდან ველაპარაკები. ახლა, შესაძლოა, ჩემი ცხოვრების ბოლო წუთები იყოს”.

მშვოდობიანი მოსახლეობის გარდა ქალაქის ამ ნაწილში  400-მდე ამბოხებულიც იმყოფება.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
  • 19:10
შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
  • 18:17
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
  • 17:27
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
  • 17:25
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი -  მიხეილ სააკაშვილი
  • 15:46
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი - მიხეილ სააკაშვილი
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
  • 15:00
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
  • 10:50
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
  • 10:43
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge