png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
08 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
08 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

სასამართლომ განზრახ მკვლელობაში ბრალდებულს 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

  • სამართალი
  • 09.12.2016
  • 16:47
 სასამართლომ განზრახ მკვლელობაში ბრალდებულს 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

სასამართლომ ბრალდებულ ბექა დემეტრაძეს 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 
თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ბექა დემეტრაძე დამნაშავედ სცნო განზრახ მკვლელობაში, სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვასა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შენახვა, ტარებასა და დამზადებაში, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლის პირველი, მეორე, მესამე და მეოთხე ნაწილებით. 
”სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2016 წლის პირველ ივლისს, დაახლოებით 23:30 საათზე, ბექა დემეტრაძე ქ. თბილისში, კანდელაკის ქუჩაზე მივიდა და პირადი უთანხმოების საფუძველზე წარმოქმნილი კონფლიქტის გამო, შურისძიების მოტივით მიხეილ ცხაკაიას საცხოვრებელ სახლთან ჩაუსაფრდა. მას შემდეგ, რაც მიხეილ ცხაკაია სახლთან მივიდა, ბექა დემეტრაძემ მოკვლის განზრახვით, უკანონოდ დამზადებული ცეცხლსასროლი იარაღიდან მიხეილ ცხაკაიას მიმართულებით ორჯერ გაისროლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიხეილ ცხაკაია თავის არეში მიღებული ცეცხლნასროლი ჭრილობების შედეგად საავადმყოფოში გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა ბექა დემეტრაძე დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე საათში დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით და 236-ე მუხლის პირველი, მეორე, მესამე და მეოთხე ნაწილებით წარედგინა.
სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით ასევე დადასტურდა, რომ ცეცხლსასროლი იარაღი, რომლითაც ბექა დემეტრაძემ დანაშაული ჩაიდინა, ამ უკანასკნელმა გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეძენილი 12-კალიბრიანი სანადირო თოფის გადაჭრის გზით დაამზადა, რასაც ასევე უკანონოდ ინახავდა”, - განმარტავენ პროკურატურაში.
მათივე ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლომ ბექა დემეტრაძე წარდგენილ ბრალდებაში სრულად სცნო დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად 11 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
  • 19:10
შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
  • 18:17
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
  • 17:27
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
  • 17:25
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი -  მიხეილ სააკაშვილი
  • 15:46
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი - მიხეილ სააკაშვილი
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
  • 15:00
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
  • 10:50
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
  • 10:43
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge