png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

ბიზნესის რეგისტრაციისას ბიზნესსუბიექტებს საბანკო ანგარიშის გახსნა ვითიბი ბანკშიც შეეძლებათ

  • ეკონომიკა
  • 23.10.2015
  • 12:26
ბიზნესის  რეგისტრაციისას ბიზნესსუბიექტებს საბანკო ანგარიშის გახსნა ვითიბი ბანკშიც შეეძლებათ

იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში ბიზნესის  რეგისტრაციის მოთხოვნისას  ბიზნესსუბიექტებს საბანკო ანგარიშის გახსნა 1 ნოემბრიდან უკვე  „ვითიბი“ ბანკშიც შეეძლებათ.

საჯარო რეესტრში ბიზნესის რეგისტრაციის განაცხადის წარდგენის პარალელურად, დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ თავად შეარჩიოს სასურველი ბანკი და ანგარიშის გახსნის სერვისით, დამატებითი საფასურის გადახდის გარეშე ისარგებლონ. ინფორმაცია ანგარიშის გახსნის მოთხოვნის შესახებ შერჩეულ ბანკს საჯარო რეესტრიდან ავტომატურ რეჟიმში ეგზავნება.

აღნიშნული მომსახურება  ბიზნესსუბიექტებს დროის დაზოგვის და ერთი პროცედურით ორი სერვისის მიღების საშუალებას აძლევს. კომპანიის რეგისტრაციისას მომხმარებელთა 60 % საბანკო ანგარიშის გახსნას საჯარო რეესტრის ტერიტორიული სამსახურებისა და ავტორიზებული პირების მეშვეობით ახორციელებს.

ბიზნესის პირველადი რეგისტრაციისას საბანკო ანგარიშის გახსნის სერვისს  საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო მომხმარებელს 2011 წლიდან სთავაზობს. თავდაპირველად სააგენტოში მხოლოდ ანგარიშის გახსნის ინიცირება ხდებოდა, საბოლოო პროცედურის დასასრულებლად კი დაინტერესებულ პირს ბანკში მისვლა  სჭირდებოდა.  2014 წელს სააგენტომ სერვისის კიდევ უფრო გამარტივების მიზნით, ეროვნულ ბანკთან თანამშრომლობით, საკანონმდებლო ცვლილება შეიმუშავა. დადგინდა ახალი სტანდარტი, გამოიცა შესაბამისი ნორმატიული აქტი და ანგარიშის გახსნა ავტორიზებული ადმინისტრაციული ორგანოს მეშვეობითაც გახდა შესაძლებელი.

ამ დროსთვის მომსახურების მიღება თითქმის ყველა წამყვან ქართულ ბანკში - საქართველოს ბანკში, თიბისი ბანკში, ქართუ ბანკსა და ლიბერთი ბანკშია შესაძლებელი.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge