png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

საკრებულოს დეპუტატები ეზიდური თემის წარმომადგენლებს შეხვდნენ

  • საზოგადოება
  • 23.10.2015
  • 11:34
საკრებულოს დეპუტატები ეზიდური თემის წარმომადგენლებს შეხვდნენ

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, ფრაქცია ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოსთვის“ თავმჯდოამრე რიმა ბერაძე, სამგორის მაჟორიტარი დეპუტატი ია მაკასარაშვილი და საკრებულოს ფრაქციასთან „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოსთვის“ არსებული ეროვნულ უმცირესობათა საკოორდინაციო საბჭოს კოორდინატორი მარგალიტა ხიდირბეგიშვილი ეზიდური თემის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

დეპუტატები ეზიდთა სალოცავს ეწვივნენ და მათ მიერ დაარსებულ კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრში გამრთულ ღონისძიებებს დაესწრნენ.

საკრებულოს წარმომადგენლებმა ნორჩი მხატვრების გამოფენა დაათვალიერეს და პატარა ხელოვანები საპატიო სიგელებით დააჯილდოვეს.

გიორგი ალიბეგაშვილმა ეზიდებს ცენტრის შექმნისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ სახლი, რომელსაც საგანმანათლებლო და კულტურული დატვირთვა აქვს, კიდევ უფრო დაახლოვებს ამ თემის წარმომადგენლებს.

რიმა ბერაძემ დამსწრე საზოგადოებას თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში არსებულ ეროვნულ უმცირესობათა საკოორდინაციო საბჭოს შესახებ ინფორაცია მიაწოდა და მისი პრიორიტეტები გააცნო.

ია მაკასარაშვილმა კი, მაჟორიტარი დეპუტატის უფლებამოსილებებზე ისაუბრა და სამგორის რაიონში მცხოვრებ ეზიდებს მისი კომპეტენციის ფარგლებში დახმარებას დაჰპირდა.

შეხვედრა მოგვიანებით კითხვა - პასუხის რეჟიმში წარიმართა.

ეროვნული უმცირესობის წარმომადგენლები დედაქალაქში არსებული სოციალური, საგანმანათლებლო და ეკონომიკური თემებით დაინტერესდნენ.

საკრებულოს წევრებმა თითოეული საკითხი დეტალურად განიხილეს და მასპინძლებს, როგორც თბილისის, ასევე ცენტრალური ხელისუფლების მიერ განხორციელებული პროექტები გააცნეს.

შეხვედრა ფრაქცია ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოსთვის“ თავმჯდოამრის ინიციატივით განხორციელდა. როგორც რიმა ბერაძემ აღნიშნა, საკრებულოში არსებული ეროვნულ უმცირესობათა საკოორდინაციო საბჭოში შესული ყველა ინიციატივა და მოსაზრება დეტალურად იქნება შესწავლილი. საჭიროების შემთხვევაში კი, საბჭოს შუამდგომლობით, ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლებსა და მერიისა და სამთავრობო სტრუქტურების ხელმძღვანელებს შორის მოეწყობა შეხვედრები, სადაც განხილული იქნება კონკრეტული წინდადებები.

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციასთან „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოსთვის“ არსებული ეროვნული უმცირესობათა საკოორდინაციო საბჭო რამდენიმე თვის წინ შეიქმნა და მასში 15 დიასპორაა გაერთიანებული.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge