png.ge
png.ge
png.ge
16+
20 ნოემბერი, 2026, პარასკევი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
20 ნოემბერი, 2026, პარასკევი
png.ge

თიბისი ბანკმა ახალგაზრდა არტისტებთან ერთად ახალი პროექტი დაიწყო

  • კულტურა
  • 02.12.2016
  • 13:01
 თიბისი ბანკმა ახალგაზრდა არტისტებთან ერთად ახალი პროექტი დაიწყო

თიბისი ბანკმა საზოგადოებას თანამედროვე ხელოვანებთან ერთად შექმნილი ახალი პროექტი „12"  წარუდგინა. პროექტის ფარგლებში შეიქმნა თიბისი ბანკის ვიზა  ფეისტიკერის 12 ახალი დიზაინი, რომელზეც  ახალგაზრდა არტისტების სხვადასხვა ჟანრში შესრულებული ნამუშევრებია აღბეჭდილი.  ეს ნამუშევრები, ავტორების სხვა ნამუშევრებთან, ერთად ფაბრიკაში გამოიფინა.  

პროექტში პირველ ეტაპზე 12 არტისტი მონაწილეობს. მათ შორის არიან, როგორც ცნობილი, ისე დამწყები ხელოვანები, რათა მათაც მიეცეთ შესაძლებლობა, საკუთრი შემოქმედება ფართო აუდიტორიას გააცნონ. რამოდენიმე არტისტმა სპეციალურად „12"-ისთვის ახალი ნამუშევარი შექმნა.

ბესო უზნაძე, თეზი გაბუნია, გიორგი მაღრაძე, ლადო ლომიტაშვილი, მიშიკო სულაკაური Lamb, ანასტასია ახვლედიანი, ანკა ბოჭორიშვილი, ლუკა ცეცხლაძე, ნუცა ესებუა, ნანუკა ჩიჩუა, გიორგი ჩხეიძე, გიორგი გაგოშიძე - ეს ის არტისტები არიან, რომელთა შესრულებული ნამუშევრებიდან თიბისი ბანკის მომხმარებელი მისთვის სასურველს აირჩევს.   

კოლექციაში თავმოყრილი ნამუშევრები თანამედროვე ვიზუალური ხელოვნების სხვადასხვა მიმართულებას და მედიების ვარიაციას აერთიანებს - სახვით ხელოვნებას, ინსტალაციას, შუქის ხელოვნებას, ფოტოგრაფიას, გრაფიტის, სტრიტარტს, გრაფიკას. 

„პროექტი „12"  არ არის სიახლე თიბისი ბანკის არტთან კოლაბორაციის თვალსაზრისით, თუმცა სიახლეა ფორმატის თვალსაზრისით. არასდროს ფეისტიკერზე არ ყოფილა წარმოდგენილი ასეთი მრავალფეროვანი კოლექცია, მით უფრო თანამედროვე ხელოვნების ნიმუშები. ვამაყობთ, რომ ეს პროექტი შედგა. ზოგადად ხელოვნება ძალიან ფაქიზი სფეროა და ძალიან რთულია, დაიცვა ბალანსი ხელოვნების საჭიროებასა და ბიზნესის საჭიროებას შორის, თუმცა ამის დიდი გამოცდილება გვაქვს. ვცდილობთ, ჩვენი ქცევით, სხვა კომპანიებსაც მივცეთ მაგალითი,"- განაცხადა თიბისი ბანკის მარკეტინგის დირექტორმა, ნინო ეგაძემ. 

მისი თქმით, თიბისი ბანკი პროექტს განიხილავს, როგორც თანამედროვე ხელოვნებისა და ახალგაზრდა ნიჭიერი არტისტების მხარდაჭერის ინიციატივას, რომლის საბოლოო მიზანი მათი ნამუშევრების მეტი პოპულარიზაცია, კომერციალიზაციის პერსპექტივის შქმნა და მათი შემოქმედების ფართო აუდიტორიასთან მიტანაა. 

პროექტის ფარგლებში შეიქმნა ვებგვერდი www.12.ge  რომლის პრეზენტაცია ასევე გამოფენაზე შედგა. ვებგვერდი თავმოყრაა ყველა იმ ინფორმაციისა, რომელიც პროექტში მონაწილე არტისტებს ეხება. ვებგვერდზე განთავსებული  ვიზუალური და ტექტუალური მასალა დაინტერესებულ საზოგადოებას სრულ შთაბეჭდილებას შეუქმნის არტისტებსა და მათ შემოქმედებაზე.  

ვებგვერდიდანვე მსურველს შეეძლება შეუკვეთოს მისთვის სასურველი ვიზა ფეისტიკერი. პროექტი განხორციელდა კომპანია Visa-ს მხარდაჭერით.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მაშველები ნანგრევებში ეძებენ შვიდ მოქალაქეს, რომელთა შორის, სამი მცირეწლოვანია
  • 17:10
მაშველები ნანგრევებში ეძებენ შვიდ მოქალაქეს, რომელთა შორის, სამი მცირეწლოვანია
ღმერთო, დაგვიფარე ასეთი მეგობრებისგან - დონალდ ტუსკი ტრამპის მიერ პუტინის „მეგობრად“ მოხსენიებაზე
  • 16:59
ღმერთო, დაგვიფარე ასეთი მეგობრებისგან - დონალდ ტუსკი ტრამპის მიერ პუტინის „მეგობრად“ მოხსენიებაზე
ივანიშვილი, რომელმაც სამჯერ უკანონოდ ჩამსვა, რომ დაასანქცირონ, მიხარია კი არა, საერთოდ ჩაიტანოს დედამიწამ - ნიკა გვარამია
  • 16:57
ივანიშვილი, რომელმაც სამჯერ უკანონოდ ჩამსვა, რომ დაასანქცირონ, მიხარია კი არა, საერთოდ ჩაიტანოს დედამიწამ - ნიკა გვარამია
გაყიდვების რეკორდი საბურავებში - საავტომობილო პროდუქციის ფართო არჩევანი და ზამთრის შეთავაზებები „თეგეტა მოტორსში“
  • 12:43
გაყიდვების რეკორდი საბურავებში - საავტომობილო პროდუქციის ფართო არჩევანი და ზამთრის შეთავაზებები „თეგეტა მოტორსში“
„თეგეტა აკადემიის“ სავალი ნაწილის შეკეთების პროგრამა დასრულდა - კურსდამთავრებულების ნახევარზე მეტი „თეგეტაში“ დასაქმდება
  • 12:31
„თეგეტა აკადემიის“ სავალი ნაწილის შეკეთების პროგრამა დასრულდა - კურსდამთავრებულების ნახევარზე მეტი „თეგეტაში“ დასაქმდება
Tegeta App-ში მოგების დროა - ყოველი 50-ე ახალი მომხმარებელი საჩუქრად „გალფის“ ქულებს მიიღებს
  • 16:47
Tegeta App-ში მოგების დროა - ყოველი 50-ე ახალი მომხმარებელი საჩუქრად „გალფის“ ქულებს მიიღებს
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
  • 11:14
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge