png.ge
png.ge
png.ge
16+
20 ნოემბერი, 2026, პარასკევი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
20 ნოემბერი, 2026, პარასკევი
png.ge

ბავშვი ქუჩაში დგას და მშიერი თვალებით ელოდება მოწყალებას… - თემო საჯაია მიმართვას ავრცელებს

  • ეს საინტერესოა
  • 26.11.2016
  • 20:56
ბავშვი ქუჩაში დგას და მშიერი თვალებით ელოდება მოწყალებას… - თემო საჯაია მიმართვას ავრცელებს

მომღერალი და ტელეწამყვანი თემო საჯაია ქუჩაში მყოფ ბავშვებთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს. 

“მიმართვა: იმ ბავშვების შესახებ, რომლებიც ქუჩაში დგანან… საშინლად გაბრაზებული ვარ!!! გუშინ ვიჯექი ერთ-ერთ ბარში, სადაც შემოვიდა პატარა გოგონა, (ციგნის ბავში,როგორც ვუწოდებთ!!!) რომელსაც ხელში ყვავილები ეჭირა და ყიდდა, აი ისეთი ვარდები ცალობით, რომ ყიდიან ხოლმე. მოკლედ მოვიდა ჩვენს მაგიდასთან და მეუბნება; – ბიძია უყიდე ყვავილი შენს გოგოსო, საშინლად შემეცოდა სიცივისგან გალურჯებული ბავშვი, გარეთ ტემპერატურა მინუს 3 გრადუსი იყო. ის იყო ხელი საფულისკენ წავიღე, რომ უცბად მოვარდა დაწესებულების მენეჯერი და ეცა საცოდავ ბავშვს, რამდენჯერ უნდა გითხრა აქ აღარ შემოხვიდეო, ხალხს აწუხებო, გარეთ დაელოდეო, რომ დამინახა ყვავილის ყიდვას ვაპირებდი, ახლა მეუბნება; არ იყიდოთ არ შეიძლებაო, მაგრამ რა თქმა უნდა, მაინც ვიყიდე…

მოკლედ საშინლად დავითრგუნე და გავბრაზდი! გავბრაზდი ყველაზე და ყველაფერზე; სახელმწიფოზე, მენეჯერზე, დაწესებულებაზე და საკუთარ თავზე, რადგან არაფრის შეცვლა არ შემიძლია… მივმართავ ასეთ დაწესებულებებს და მენეჯერებს: ა დ ა მ ი ა ნ ე ბ ო !!! ამ ბავშვებზე არავინ ზრუნავს, არც სახელწიფო, არც ორგანიზაციები და არც საზოგადოება (რომელსაც თავისი გასჭირვებია!!!) და თქვენ, მაინც ნუ იქნებით ასე უსისხლონი, თქვენ მაინც ნუ მოექცევით ასე საშინლად და ხელების გადაგრეხვით ნუ გაყრით პირუტყვებივით გარეთ… ისედაც იმაზე დიდი უსამართლობა არაფერია, როდესაც ბავშვი დგას ხელგაწვდილი ქუჩაში, სიცივეში თუ სიცხეში, ისედაც ამაზე დიდი საშინელების წარმოდგენა შეუძლებელია…

არ მინდა პათეტიკური ვიყო და ამიტომ აღარაფერს ვიტყვი გარდა ერთისა: არაფერია უფრო დიდი უსამართლობა ვიდრე ის, რომ ბ ა ვ შ ვ ი ქუჩაში დგას და მშიერი თვალებით ელოდება მოწყალებას…
პ.ს. ყველაფერი არის ძლიერ კარგად, ყველაფერი ძლიერ ცუდად არის…” – წერს თემო საჯაია.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მაშველები ნანგრევებში ეძებენ შვიდ მოქალაქეს, რომელთა შორის, სამი მცირეწლოვანია
  • 17:10
მაშველები ნანგრევებში ეძებენ შვიდ მოქალაქეს, რომელთა შორის, სამი მცირეწლოვანია
ღმერთო, დაგვიფარე ასეთი მეგობრებისგან - დონალდ ტუსკი ტრამპის მიერ პუტინის „მეგობრად“ მოხსენიებაზე
  • 16:59
ღმერთო, დაგვიფარე ასეთი მეგობრებისგან - დონალდ ტუსკი ტრამპის მიერ პუტინის „მეგობრად“ მოხსენიებაზე
ივანიშვილი, რომელმაც სამჯერ უკანონოდ ჩამსვა, რომ დაასანქცირონ, მიხარია კი არა, საერთოდ ჩაიტანოს დედამიწამ - ნიკა გვარამია
  • 16:57
ივანიშვილი, რომელმაც სამჯერ უკანონოდ ჩამსვა, რომ დაასანქცირონ, მიხარია კი არა, საერთოდ ჩაიტანოს დედამიწამ - ნიკა გვარამია
გაყიდვების რეკორდი საბურავებში - საავტომობილო პროდუქციის ფართო არჩევანი და ზამთრის შეთავაზებები „თეგეტა მოტორსში“
  • 12:43
გაყიდვების რეკორდი საბურავებში - საავტომობილო პროდუქციის ფართო არჩევანი და ზამთრის შეთავაზებები „თეგეტა მოტორსში“
„თეგეტა აკადემიის“ სავალი ნაწილის შეკეთების პროგრამა დასრულდა - კურსდამთავრებულების ნახევარზე მეტი „თეგეტაში“ დასაქმდება
  • 12:31
„თეგეტა აკადემიის“ სავალი ნაწილის შეკეთების პროგრამა დასრულდა - კურსდამთავრებულების ნახევარზე მეტი „თეგეტაში“ დასაქმდება
Tegeta App-ში მოგების დროა - ყოველი 50-ე ახალი მომხმარებელი საჩუქრად „გალფის“ ქულებს მიიღებს
  • 16:47
Tegeta App-ში მოგების დროა - ყოველი 50-ე ახალი მომხმარებელი საჩუქრად „გალფის“ ქულებს მიიღებს
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
  • 11:14
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge