png.ge
png.ge
png.ge
16+
12 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
12 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

პრეზიდენტმა დანიის სამეფოში სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე გიგი გიგიაძე დანიშნა

  • პოლიტიკა
  • 24.11.2016
  • 15:50
პრეზიდენტმა დანიის სამეფოში სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე გიგი გიგიაძე დანიშნა

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიგი გიგიაძე ,,დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე დანიის სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე დანიშნა.

გიგი გიგიაძე 1978 წლის 11 აპრილს დაიბადა. 2001 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობით ჯერ ბაკალავრიატი (1999 წელს) შემდეგ კი მაგისტრატურა.

2000 წლიდან მუშაობს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში; 

2000 წლის ივნისიდან სექტემბრამდე - საგარეო პოლიტიკის კვლევისა და ანალიზის ცენტრში ატაშეს თანამდებობაზე;

2000-2001 წლებში - პირველი ევროპული დეპარტამენტის III მდივნის თანამდებობაზე;

2001-2003 წლებში - პირველი ევროპული დეპარტამენტის მრჩევლის თანამდებობაზე;

2003-2006 წლებში - საბერძნეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოში მრჩევლის თანამდებობაზე;

2006-2007 წლებში - საბერძნეთისა და ხორვატიის რესპუბლიკებში საქართველოს საელჩოში მრჩევლის თანამდებობაზე;

2007-2008 წლებში - ევროპულ საქმეთა დეპარტამენტის მრჩევლის თანამდებობაზე;

2008-2009 წლებში - ევროპულ საქმეთა დეპარტამენტის I ევროპული სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე;

2009-2010 წლებში - ევროპულ საქმეთა დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის თანამდებობაზე;

2010-2012 წლებში - ევროპულ საქმეთა დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობაზე;

2012-2014 წლებში - გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოში საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანის თანამდებობაზე;                                                                                                                                                                                                               2013-2014 წლებში - გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოში საქმეთა დროებითი რწმუნებულის თანამდებობაზე;

2014 წლის 17 ნოემბერს დაინიშნა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილედ.

ფლობს ინგლისურ, რუსულ და გერმანულ ენებს.

2010 წელს მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანის დიპლომატიური რანგი.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დონალდ ტრამპი – ვიფიქრე, ატლანტის ან წყნარ ოკეანეს „ტრამპის ოკეანე“ ან „ამერიკის ოკეანე“ ვუწოდოთ
  • 17:19
დონალდ ტრამპი – ვიფიქრე, ატლანტის ან წყნარ ოკეანეს „ტრამპის ოკეანე“ ან „ამერიკის ოკეანე“ ვუწოდოთ
აშშ-ზე დაყრდნობა ახლა არ შეიძლება - ევროპარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე
  • 17:05
აშშ-ზე დაყრდნობა ახლა არ შეიძლება - ევროპარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე
სახელმწიფოს მუდმივად აქვს იმედი, რომ დაგსჯის, სადღაც იქვე, მის დასში, მაგალითად, აჩიკო სოლოღაშვილები მოიძებნებიან - გურამ მაცხონაშვილი
  • 17:02
სახელმწიფოს მუდმივად აქვს იმედი, რომ დაგსჯის, სადღაც იქვე, მის დასში, მაგალითად, აჩიკო სოლოღაშვილები მოიძებნებიან - გურამ მაცხონაშვილი
მილიონობით ლარს, რომელსაც რუსთაველის თეატრი იღებს, ყოველწლიურად, ხარჯავს საზოგადოების ჯიბრში - გურამ მაცხონაშვილი
  • 16:56
მილიონობით ლარს, რომელსაც რუსთაველის თეატრი იღებს, ყოველწლიურად, ხარჯავს საზოგადოების ჯიბრში - გურამ მაცხონაშვილი
უბრალოდ შესანიშნავია, შემიძლია ყველაზე დიდი სისულელე ვთქვა და თქვენ მაინც ტაშს დამიკრავთ - დონალდ ტრამპი ამომრჩევლებს
  • 15:24
უბრალოდ შესანიშნავია, შემიძლია ყველაზე დიდი სისულელე ვთქვა და თქვენ მაინც ტაშს დამიკრავთ - დონალდ ტრამპი ამომრჩევლებს
ციხემ დედაჩემის და ორი უახლოესი ადამიანის ნომერი დაბლოკა - რეზო კიკნაძე
  • 15:23
ციხემ დედაჩემის და ორი უახლოესი ადამიანის ნომერი დაბლოკა - რეზო კიკნაძე
კიკვიძის პარკთან სახანძრო და სატვირთო მანქანა ერთმანეთს შეეჯახა
  • 08:07
კიკვიძის პარკთან სახანძრო და სატვირთო მანქანა ერთმანეთს შეეჯახა
მართლა ვერ გავიგე რა იყო სასაცილო ან დასაცინი  - გიორგი გველესიანი მის ინტერვიუზე გაკეთებულ კომენტარებს ეხმიანება
  • 00:53
მართლა ვერ გავიგე რა იყო სასაცილო ან დასაცინი  - გიორგი გველესიანი მის ინტერვიუზე გაკეთებულ კომენტარებს ეხმიანება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge