png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

ივანე ჩხარტიშვილის ბიზნესავანტიურას თიბისი ბანკი უზენაეს სასამართლოში დაუპირისპირდება

  • სამართალი
  • 16.11.2016
  • 13:45
ივანე ჩხარტიშვილის ბიზნესავანტიურას თიბისი ბანკი უზენაეს სასამართლოში დაუპირისპირდება

ივანე ჩხარტიშვილის მიერ სხვისი ქონების მითვისების კამპანიას თიბისი ბანკი უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრებს.

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ე.წ. „ბიზნესმენ“ ივანე ჩხარტიშვილს თიბისი ბანკთან აკავშირებს მრავალმილიონიანი სასესხო დავალიანება, რომლის მომსახურებაც არ ხდებოდა წლების განმავლობაში ჩხარტიშვილთან დაკავშირებული კომპანიების მიერ.

შესაბამისად 2010 წელს, კანონის სრული დაცვით, მოხდა დაგირავებული ქონების, ფოთის წისქვილქარხნის გასხვისება.

მოგვიანებით, 2015 წელს, ივანე ჩხარტიშვილმა წააგო დავა ბადრი პატარკაციშვილის ოჯახთან, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი რეპუტაციის მქონე ლონდონის სამეფო სასამართლოში, რომელმაც დაადგინა, რომ პატარკაციშვილის ქონება, მათ შორის ფოთის წისქვილქარხანა, ჩხარტიშვილს  უკანონოდ ჰქონდა მითვისებული. ამონარიდი გადაწყვეტილებიდან, „ივანე ჩხარტიშვილმა გარდაცვლილი მეგობრის (ბადრი პატარკაციშვილის) ქონება არამართლზომიერად მიითვისა,“ ნათლად ავლენს ე.წ. „ბიზნესმენის“ არაკეთილსინდისიერებას.

საზოგადოებას კარგად ახსოვს ივანე ჩხარტიშვილის წარსული. ის არაერთხელ იქნა მხილებული არაეთიკურ ბიზნესსაქმიანობაში და სხვადასხვა ბიზნესსუბიექტს ედავება ქონების უკანონოდ ხელში ჩაგდების მიზნით.

ახლაც, ივანე ჩხარტიშვილი 90-იანი წლების მეთოდებით, ბიზნესეთიკისა და საკუთრების უფლების დარღვევით, ცდილობს, მიითვისოს სხვისი კუთვნილი ქონება  და ამ ბიზნესავანტიურას ახორციელებს სამართლიანობის აღდგენის ეგიდით.

თიბისი ბანკი, რომელიც წარმოადგენს მსოფლიო სტანდარტებით მართულ ფინანსურ ინსტიტუტს და ივაჭრება ლონდონის საფონდო ბირჟის უმაღლეს სეგმენტში, არ დაუშვებს პოსტსაბჭოთა, შავ-ბნელი მეთოდებით ბიზნესის კეთების პრაქტიკას საქართველოში  და არ აპირებს შერჩევითად მიუდგეს მსესხებლებს, მათი პოლიტიკური გავლენების მიუხედავად.

ადამიანი, რომელიც საკუთარ თავს უწოდებს „ბიზნესმენს“, სრულად უნდა იაზრებდეს სასესხო ვალდებულების მომსახურების პრინციპს, შესაბამისად უფლებას ვიტოვებთ, ეს პიროვნება ვცნოთ პროვოკატორად.

იმედი გვაქვს, სასამართლო ხელისუფლება დადგება მოწოდების სიმაღლეზე და მიიღებს კანონზე დაფუძნებულ სამართლიან გადაწყვეტილებას, ვინაიდან ჩხარტიშვილის ქმედებები ძირს უთხრის არა მხოლოდ ბიზნესის ეთიკურად კეთების პრინციპს, არამედ სამართლიანი სასამართლოს რეპუტაციას და ქვეყნის ეკონომიკის ერთ-ერთ მთავარ საყრდენს - საკუთრების ხელშეუხებლობას.

ამასთან, ივანე ჩხარტიშვილის მისამართით, განვმარტავთ, რომ არ ვაპირებთ ამ პოლემიკის განვრცობას. გვაქვს რა პასუხისმგებლობა ჩვენი მოქალაქეების მიმართ, ვალდებულებად ჩავთვალეთ საჯაროდ დაგვეფიქსირებინა ჩვენი პოზიცია.

თიბისი ბანკი მუდამ იდგება ქვეყანაში სამართლიანობის, ბიზნესეთიკის და საკუთრების უფლების სადარაჯოზე და შესაბამისად ამ ბიზნესავანტიურას წერტილს დაუსვამს მართლმსაჯულების უმაღლეს ინსტანციაში.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
  • 19:10
შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
  • 18:17
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
  • 17:27
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
  • 17:25
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი -  მიხეილ სააკაშვილი
  • 15:46
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი - მიხეილ სააკაშვილი
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
  • 15:00
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
  • 10:50
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
  • 10:43
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge