png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა განხორციელებული საქმიანობის ანგარიში შეაჯამა

  • ეკონომიკა
  • 22.09.2015
  • 13:41
 ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა  განხორციელებული საქმიანობის ანგარიში შეაჯამა

 

ათასწლეულის გამოწვევის ფონდის  მიერ ბოლო 9 თვის განმავლობაში განხორციელებული საქმიანობის ანგარიში განიხილეს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით გამართულ  ათასწლეულის გამოწვევის ფონდი-საქართველოს სამეთვალყურეო საბჭოს სხდომაზე.

საუბარი შეეხო პროფესიული განათლების  მნიშვნელობას და ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს მთავრობას შორის გაფორმებული  კომპაქტის ფარგლებში მიმდინარე პროექტს –„პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის“. სხდომაზე აღინიშნა, რომ პროექტის მიზანია შრომის ბაზრის მოთხოვნის შესაბამისი, ახალი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შექმნისა ან არსებული პროგრამების განახლებასთან დაკავშირებული წინადადებების დაფინანსება საბუნებისმეტყველო, საინჟინრო და ტექნოლოგიების, სოფლის მეურნეობისა და ტურიზმის სექტორებში.

„სხდომაზე რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე გამახვილდა ყურადღება. საუბარი შეეხო სკოლების რეაბილიტაციის პროექტს, რომლის ფარგლებშიც რეგიონებში დაახლოებით 30 სკოლის სრული რეაბილიტაცია განხორციელდება. რაც შეეხება უმაღლეს განათლებას, სან დიეგოს უნივერსიტეტის პროგრამების ფარგლებში 3 უნივერსიტეტში 20–მდე ახალი ობიექტი მოეწყო. მხედველობაში მაქვს  ფიზიკა–ქიმიის და ელექტრონული ინჟინერიის ლაბორატორიები. ასევე დასრულდა გამოცხადებული კონკური „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის“, რომლის ფარგლებშიც  16 მილიონი ამერიკული დოლარი უნდა განაწილდეს. უკვე შემოსულია 70 განაცხადი,“–განაცხადა განათლებისა და მეცნიერების  მინისტრმა თამარ სანიკიძემ სხდომის დასრულების შემდეგ.

ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს აღმასრულებელი დირექტორის, მაგდა მაღრაძის განმარტებით, სამეთვალყურეო საბჭოს მორიგ სხდომაზე პრემიერ–მინისტრმა მოისმინა ანგარიში ბოლო 9 თვის განმავლობაში განხორციელებული აქტივობების შესახებ.

„პრემიერ–მინისტრის ხელმძღვანელობით დღეს გაიმართა ათასწლეულის გამოწვევის ფონდი-საქართველოს სამეთვალყურეო საბჭოს მორიგი სხდომა.  განვიხილეთ აშშ–ის ათასწლეულის გამოწვევის კომპაქტში მიმდინარე საკითხები, საქმიანობა. გავაკეთეთ ანგარიში ბოლო 9 თვის განმავლობაში განხორციელებული აქტივობების შესახებ და ვისაუბრეთ სამომავლო გეგმებზე.  ათასწლეულის გამოწვევის კომპაქტი არის ამერიკის მთავრობის გრანტი, რომელიც საქართველომ მიიღო ეკონომიკის განვითარებისთვის აუცილებელი ადამიანური კაპიტალის ჩამოყალიბების მიზნით,“–განაცხადა ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს აღმასრულებელმა დირექტორმა მაგდა მაღრაძემ სხდომის დასრულების შემდეგ.

ათასწლეულის გამოწვევის ფონდი- საქართველო ახორციელებსს აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის (MCC) მეორე, 140 მილიონი აშშ დოლარის კომპაქტს, რომლის მიზანია საქართველოში საინჟინრო, ტექნოლოგიური და საბუნებისმეტყველო განათლების ხარისხის გაძლიერება ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების მიმართულებით.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
3 ოქტომბრამდე საქართველოში კვლავ ნალექია მოსალოდნელი
  • 16:29
3 ოქტომბრამდე საქართველოში კვლავ ნალექია მოსალოდნელი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge