png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

მთავრობამ მთის განვითარების ეროვნული საბჭოს შემადგენლობაც დაამტკიცა და საბჭოს დებულებაც

  • ეკონომიკა
  • 22.10.2015
  • 10:43
მთავრობამ მთის განვითარების ეროვნული საბჭოს შემადგენლობაც დაამტკიცა და  საბჭოს დებულებაც

მთავრობამ მთის განვითარების ეროვნული საბჭოს შემადგენლობაც დაამტკიცა და საბჭოს დებულებაც. როგორც ირკვევა საბჭოს თავმჯდომარე საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილია, ხოლო მოადგილეები კი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებსა და ადგილობრივ თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი გიორგი ამაშუკელი არიან.

მაღალმთიანი დასახლებების განვითარების პოლიტიკის შემუშავებისა და მისი განხორციელების მიზნით, საბჭო: განიხილავს დასახლების მაღალმთიან დასახლებათა ნუსხაში შეტანის/ნუსხიდან ამოღების მიზანშეწონილობის საკითხს; განიხილავს დასახლების საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარისათვის მიკუთვნების საკითხს და შესაბამისი წარდგინებით მიმართავს საქართველოს მთავრობას; განიხილავს და საქართველოს მთავრობას დასამტკიცებლად წარუდგენს მაღალმთიანი დასახლებების განვითარების სტრატეგიას და სამოქმედო გეგმას; რეკომენდაციებს აძლევს შესაბამის სამინისტროებს მაღალმთიანი დასახლებების განვითარების სტრატეგიის, სამოქმედო გეგმის და პროგრამების განხორციელებისა და შესრულების საკითხებზე; მაღალმთიანი დასახლებების განვითარების სახელმწიფო პოლიტიკის დაგეგმვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს მთავრობასა და შესაბამის სამინისტროებს მიმართავს წინადადებებით;

საბჭო ადგენს ასევე „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ კრიტერიუმებს, რომელთა საფუძველზეც, მაღალმთიანი დასახლების სტატუსი შესაძლოა მიენიჭოს ზღვის დონიდან არანაკლებ 800 მეტრიდან 1500 მეტრის სიმაღლემდე და გამონაკლის შემთხვევაში, 800 მეტრს ქვევით მდებარე დასახლებას;

ის ამზადებს ასევე „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სოციალური შეღავათების გამოყენების შესახებ ყოველწლიურ ანგარიშებს, დარგობრივი სამინისტროების მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე;

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge