png.ge
png.ge
png.ge
16+
12 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
12 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

რჯულის კაციდან მედიატორამდე - მედიაციის ევოლუცია საქართველოში

  • საზოგადოება
  • 10.11.2016
  • 13:46
რჯულის კაციდან მედიატორამდე - მედიაციის ევოლუცია საქართველოში

რჯულის კაცი; მორევი; შუამავალი; ბჭე; მედიატორი; მეცქულარი - ეს ტერმინები ძველ ქართულში გვხვდება და ყველა მათგანი სხვადასხვა კუთხის შუამავლებს, მომრიგებლებს აღნიშნავს. 

მათი მთავარი როლი მხარეების დავის მშვიდობიანად მოგვარება და ორივე მხარისთვის სასურველი გადაწყვეტილების გამოტანაა. ტრადიციები ძველი სახით მთაში დღესაც შემორჩა, ქალაქმა კი 21-ე საუკუნის შესაბამისი ფორმა არჩია და შუამავლობის ტრადიცია მედიაციის სამსახურის ფორმით ჩამოაყალიბა.

მთის ძველ ტრადიაციასა და ქალაქის ახალ სამსახურს ერთიდაიგივე დანიშნულება აქვს: შუამავალი - მედიატორი მოდავე მხარეებს სწორი კომუნიკაციის წარმართვასა და ურთიერთობის აღდგენაში ეხმარება და ამრიგად ხელს უწყობს მათ მორიგებას.

ევრიკავშირისა და გაეროს ერთობლივი პროექტის „ხელმისაწვდომი მართლმსაჯულება და ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულების სისტემის განვითარება საქართველოში“ ერთ-ერთი კომპონენტი საქართველოში მართლმსაჯულების დავის მოგვარების ალტერნატიული მექანიზმების მიმართულებაა.

რუსუდან თუშური, ევროკავშირისა და გაეროს ერთობლივი პროექტის მენეჯერი:

- საქართველოს სასამართლოებში საქმეთა რაოდენობა დღითი-დღე იზრდება. შესაბამისად, მხარისთვის მართლმსაჯულების ეფექტიანად მიღება პრობლემად იქცა. ამ პრობლემის შესამსუბუქებლად ბევრ ქვეყანაში ძალიან ეფექტიანად იყენებენ დავის მოგვარების ალტერნატიულ მექანიზმებს - როგორიცაა არბიტრაჟი და მედიაცია. მედიაციაში დავის შეთანხმებით დასრულების

შემთხვევაში მხარეები თავიდან იცილებენ სასამართლოში ხანგრძლივი საქმის წარმოებას. არბიტრაჟის შემთხვევაში, საქმე ფაქტობრივად ერთი განხილვის ფარგლებში არსებითად წყდება, მისი გადასინჯვის უფლება კანონმდებლობით არის   შეზღუდული. ჩვენი მიზანი საზოგადოებაში ცნობადობისა და დავის მოგვარების ალტერნატიული მექანიზმების მიმართ ნდობის ამაღლება და მედიაციისა და არბიტრაჟის სფეროში მოქმედი სუბიექტების ინსტიტუციონალური გაძლიერება/განვითარება, მათთან თანამშრომლობა და საკანონმდებლო ბაზის შექმნა და გაუმჯობესებაა.

იმის გასარკვევად, რა წარსული აქვს მედიაციას საქართველოში და ვართ თუ არა ქართველები მზად დავის მშვიდობიანად მოგვარებისთვის, პროგრამის ფარგლებში, კვლევა ჩატარდა.

სოფო ტყემალაძემ სხვადასხვა წყაროები, ძველი მონაცემები შეისაწვლა და საქართველოს კუთხეების ტრადიციებს ადგილზე გაეცნო.

სოფო ტყემალაძე, მედიატორი, არბიტრი, ასისტენტ პროფესორი:

- ჩვენი კვლევის მთავარი მიზანი იყო  დაგვედგინა სად, როდის და რა ფორმით არსებობდა მედიაციის კულტურა საქართველოში. ამისთვის შევისწავლეთ ძველი წყაროები, ისტორიები, რამდენიმე კუთხეში პირადად ჩავედი და შევხვდი სოფლის უხუცესებს. აღმოჩნდა, რომ მედიაციის ტრადიცია უძველესი დროიდან არსებობს საქართველოში და სხვადასხვა მხარეში დამახასიათებელი

ტერმინოლოგიით და ფორმით გამოიხატება. სვანეთში დღესაც არსებობს ეს ინსისტიტუტი და მხარეთა შერიგება სწორედ მედიატორს (სვანურად მორვალი) ევალება. საბოლოოდ, კვლევამ აჩვენა, რომ ქართველებს გვაქვს დავების მშვიდობიანად მოგვარების კულტურა. იმედი მაქვს, მედიაცია, თანამედროვე ფორმით, ჩვენს მოსახლეობაში წარმატებით დამკვიდრდება. 

მედიაციის სამსახურის მომავალზე ოპტიმისტურ პროგნოზებს აკეთებს სასამართლოს მედიატორი, ალექსანდრე წულაძე: 

-ამ დროისთვის მედიაციის ცენტრებში მიმართვიანობის დონე საკმაოდ დაბალია, თუმცა მზარდია, რაც იმას ნიშნავს, რომ ინფორმაციის გავრცელებასთან ერთად, მოსარგებლე  ადამიანების რიცხვიც გაიზრდება. მთავარია, სწორად მივაწოდოთ მოსახლეობას რას ნიშნავს მედიაცია. სხვადასხვა სტრუქტურებმა უკვე დაიწყეს ამ საკითხზე აქტიური მუშაობა და ვფიქრობ, მოსახლეობა ეტაპობრივად დაინახავს მედიაციის უპირატესობას.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
  • 12:16
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
დონალდ ტრამპი – ვიფიქრე, ატლანტის ან წყნარ ოკეანეს „ტრამპის ოკეანე“ ან „ამერიკის ოკეანე“ ვუწოდოთ
  • 17:19
დონალდ ტრამპი – ვიფიქრე, ატლანტის ან წყნარ ოკეანეს „ტრამპის ოკეანე“ ან „ამერიკის ოკეანე“ ვუწოდოთ
აშშ-ზე დაყრდნობა ახლა არ შეიძლება - ევროპარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე
  • 17:05
აშშ-ზე დაყრდნობა ახლა არ შეიძლება - ევროპარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე
სახელმწიფოს მუდმივად აქვს იმედი, რომ დაგსჯის, სადღაც იქვე, მის დასში, მაგალითად, აჩიკო სოლოღაშვილები მოიძებნებიან - გურამ მაცხონაშვილი
  • 17:02
სახელმწიფოს მუდმივად აქვს იმედი, რომ დაგსჯის, სადღაც იქვე, მის დასში, მაგალითად, აჩიკო სოლოღაშვილები მოიძებნებიან - გურამ მაცხონაშვილი
მილიონობით ლარს, რომელსაც რუსთაველის თეატრი იღებს, ყოველწლიურად, ხარჯავს საზოგადოების ჯიბრში - გურამ მაცხონაშვილი
  • 16:56
მილიონობით ლარს, რომელსაც რუსთაველის თეატრი იღებს, ყოველწლიურად, ხარჯავს საზოგადოების ჯიბრში - გურამ მაცხონაშვილი
უბრალოდ შესანიშნავია, შემიძლია ყველაზე დიდი სისულელე ვთქვა და თქვენ მაინც ტაშს დამიკრავთ - დონალდ ტრამპი ამომრჩევლებს
  • 15:24
უბრალოდ შესანიშნავია, შემიძლია ყველაზე დიდი სისულელე ვთქვა და თქვენ მაინც ტაშს დამიკრავთ - დონალდ ტრამპი ამომრჩევლებს
ციხემ დედაჩემის და ორი უახლოესი ადამიანის ნომერი დაბლოკა - რეზო კიკნაძე
  • 15:23
ციხემ დედაჩემის და ორი უახლოესი ადამიანის ნომერი დაბლოკა - რეზო კიკნაძე
კიკვიძის პარკთან სახანძრო და სატვირთო მანქანა ერთმანეთს შეეჯახა
  • 08:07
კიკვიძის პარკთან სახანძრო და სატვირთო მანქანა ერთმანეთს შეეჯახა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge