png.ge
png.ge
png.ge
16+
12 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
12 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

მოსკოვის გამზირზე 128-ე საბავშვო ბაღის ეზოში 160 ძირი კვიპაროსი დაირგო

  • საზოგადოება
  • 08.11.2016
  • 13:21
მოსკოვის გამზირზე  128-ე საბავშვო ბაღის ეზოში 160 ძირი კვიპაროსი დაირგო

სამგორის რაიონში, მოსკოვის გამზირზე მდებარე 128-ე საბავშვო ბაღის ეზოში 160 ძირი კვიპაროსი დაირგო. გამწვანების აქციაში თბილისის მერი დავით ნარმანია ბაღის აღსაზრდელებთან ერთად მონაწილეობდა. მათთან ერთად ხეები მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის უფროსმა ნინო სულხანიშვილმა და თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა თემურ თორდინავამაც დარგეს.

გამწვანების სეზონური ღონისძიებების ფარგლებში, დარგული ხე-მცენარეების მოვლა-პატრონობას კონტრაქტორი კომპანია „მწვანე სახლი“ 4 წლის განმავლობაში უზრუნველყოფს. 

„ახალი საბავშვო ბაღის ტერიტორიაზე, პატარებთან ერთად,  160 ხე დავრგეთ. მნიშვნელოვანია, რომ ისინი უყურებენ და სწავლობენ, როგორ მიმდინარეობს გამწვანების პროცესი და როგორ უნდა მოუარონ ქალაქს. გარდა ამისა,  გამწვანების ღონისძიებებით  ხელს ვუწყობთ თბილისში უკეთესი ეკოლოგიური მდგომარეობის შექმნას“,- განაცხადა დავით ნარმანიამ.

შემოდგომაზე თბილისის შემოგარენსა და ცენტრალურ უბნებში 80 000 ხე - მცენარე დაირგვება. აქედან, 50 000  ნერგი მახათას მთაზედა  თბილისის  ზღვის გარშემო,  30 000-მდე კი  სკვერებში, გამზირებზე და საცხოვრებელი კორპუსების მიმდებარედ. დასარგავი  ხე - მცენარეების  სიმაღლე 1,5- 5 მეტრამდეა. სეზონური გამწვანების  ღონისძიებები  დეკემბრის  შუა რიცხვებამდე გაგრძელდება.  

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დონალდ ტრამპი – ვიფიქრე, ატლანტის ან წყნარ ოკეანეს „ტრამპის ოკეანე“ ან „ამერიკის ოკეანე“ ვუწოდოთ
  • 17:19
დონალდ ტრამპი – ვიფიქრე, ატლანტის ან წყნარ ოკეანეს „ტრამპის ოკეანე“ ან „ამერიკის ოკეანე“ ვუწოდოთ
აშშ-ზე დაყრდნობა ახლა არ შეიძლება - ევროპარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე
  • 17:05
აშშ-ზე დაყრდნობა ახლა არ შეიძლება - ევროპარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე
სახელმწიფოს მუდმივად აქვს იმედი, რომ დაგსჯის, სადღაც იქვე, მის დასში, მაგალითად, აჩიკო სოლოღაშვილები მოიძებნებიან - გურამ მაცხონაშვილი
  • 17:02
სახელმწიფოს მუდმივად აქვს იმედი, რომ დაგსჯის, სადღაც იქვე, მის დასში, მაგალითად, აჩიკო სოლოღაშვილები მოიძებნებიან - გურამ მაცხონაშვილი
მილიონობით ლარს, რომელსაც რუსთაველის თეატრი იღებს, ყოველწლიურად, ხარჯავს საზოგადოების ჯიბრში - გურამ მაცხონაშვილი
  • 16:56
მილიონობით ლარს, რომელსაც რუსთაველის თეატრი იღებს, ყოველწლიურად, ხარჯავს საზოგადოების ჯიბრში - გურამ მაცხონაშვილი
უბრალოდ შესანიშნავია, შემიძლია ყველაზე დიდი სისულელე ვთქვა და თქვენ მაინც ტაშს დამიკრავთ - დონალდ ტრამპი ამომრჩევლებს
  • 15:24
უბრალოდ შესანიშნავია, შემიძლია ყველაზე დიდი სისულელე ვთქვა და თქვენ მაინც ტაშს დამიკრავთ - დონალდ ტრამპი ამომრჩევლებს
ციხემ დედაჩემის და ორი უახლოესი ადამიანის ნომერი დაბლოკა - რეზო კიკნაძე
  • 15:23
ციხემ დედაჩემის და ორი უახლოესი ადამიანის ნომერი დაბლოკა - რეზო კიკნაძე
კიკვიძის პარკთან სახანძრო და სატვირთო მანქანა ერთმანეთს შეეჯახა
  • 08:07
კიკვიძის პარკთან სახანძრო და სატვირთო მანქანა ერთმანეთს შეეჯახა
მართლა ვერ გავიგე რა იყო სასაცილო ან დასაცინი  - გიორგი გველესიანი მის ინტერვიუზე გაკეთებულ კომენტარებს ეხმიანება
  • 00:53
მართლა ვერ გავიგე რა იყო სასაცილო ან დასაცინი  - გიორგი გველესიანი მის ინტერვიუზე გაკეთებულ კომენტარებს ეხმიანება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge