png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა OECD-ის რეგიონული კონფერენცია გახსნა

  • ეკონომიკა
  • 21.10.2015
  • 12:04
საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა OECD-ის რეგიონული კონფერენცია გახსნა

მიმდინარე წლის 21 ოქტომბერს, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა გახსნა აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონალური შეხვედრა, რომელიც დასაბეგრი ბაზის შემცირებისა და მოგების გადაქაჩვის (BEPS) საკითხებს ეძღვნება. ღონისძიებას ესწრება ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის საგადასახადო პოლიტიკის ცენტრის დირექტორი პასკალ სან-ამანსი.

ამ მნიშვნელოვანი ღონისძიების ორგანიზატორები და მასპინძლები არიან ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია (OECD), საგადასახადო ადმინისტრაციების შიდა ევროპული ორგანიზაცია (IOTA),   საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური.

აღნიშნული შეხვედრის ჩვენს ქვეყანაში ჩატარება საქართველოსთვის და მთლიანად რეგიონისთვის OECD-ისთან თანამშრომლობის გაღრმავების კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ეს არის კარგი შესაძლებლობა მონაწილე ქვეყნებისთვის, რათა თავიანთი კანონმდებლობა მოიყვანონ საერთაშორისო დაბეგვრის ახალ გლობალურ მიდგომებთან შესაბამისობაში.

ფორუმში მონაწილეობას იღებს ევროპის 15-მდე ქვეყნის ფინანსთა სამინისტროებისა და საგადასახადო ადმინისტრაციების მაღალი დონის წარმომადგენლები.

სიტყვით გამოსვლისას, ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა  აღნიშნული ფორუმის ჩატარების მნიშვნელობაზე ისაუბრა.  

„ეროვნული ეკონომიკებისა და ბაზრების ინტეგრაციის ზრდის ფონზე, დღეს, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სახელმწიფოთა შეთანხმებული და კოორდინირებული მოქმედება საერთაშორისო დაბეგვრის უკვე მოძველებულ წესებში არსებული ხარვეზების აღმოსაფხვრელად, რომლებიც დასაბეგრი ბაზის შემცირებისა და მოგების გადაქაჩვის საშუალებას იძლევიან. ჩვენ გააზრებული გვაქვს, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია აღნიშნულ საკითხებში თამამი პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღება და იმის უზრუნველყოფა, რომ მოგება დაიბეგროს იქ, სადაც ხორციელდება ეკონომიკური საქმიანობა და იქნება ფასეულობა. მინდა ხაზი გაუსვა ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის როლსა და ძალისხმევას, დანერგოს, შეიმუშაოს და არსებულ გამოწვევებს შეუსაბამოს საერთაშორისო დაბეგვრის მარეგულირებელი ჩარჩო ისე, რომ გათვალისწინებული იყოს ყველა მონაწილე მხარის ინტერესი,“ - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.

მან მადლობა გადაუხადა ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციას, რომელმაც მიიღო გადაწყვეტილება საქართველო ჩართულიყო OECD-ის ფისკალურ საქმეთა კომიტეტის საქმიანობაში. მნიშვნელოვანია, რომ საქართველო ასევე არის გამჭირვალობისა და ინფორმაციის გლობალური ფორუმის შემფასებელთა ჯგუფის წევრი და აქტიურ მონაწილეობას იღებს ფორუმის საქმიანობაში, ახალი სტანდარტების შემუშავებისა და მათი შეფასების სისტემების შექმნაში. 

ფინანსთა მინისტრმა ასევე ისაუბრა საგადასახადო ადმინისტრაციების შიდა ევროპული ორგანიზაციის (IOTA) ძალისხმევაზე, რომელმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა რეგიონალური შეხვედრის ორგანიზებაში. „დარწმუნებული ვარ, საქართველოში გამართული ეს შეხვედრა, იქნება კიდევ ერთი წარმატებული ნაბიჯი საერთაშორისო დაბეგვრის სფეროში ერთიანი თამაშის წესების შემუშავების საქმეში,“  - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა.

რეგიონალური შეხვედრა 23 ოქტომბრამდე გაგრძელდება და მისი მონაწილეები იმსჯელებენ იმ გამოწვევებზე, რომელთა წინაშეც დგანან რეგიონის ქვეყნები, როგორც დასაბეგრი ბაზის შემცირებისა და მოგების გადაქაჩვის (BEPS) პროექტის შედეგების იმპლემენტაციის პროცესში, ასევე, ზოგადად, საერთაშორისო დაბეგვრის მიმართულებით. შეხვედრის მონაწილეები იმსჯელებენ, რეგიონის ქვეყნების საჭიროებების შესახებ, მათ შორის, მათი შესაძლებლობების გაფართოების კუთხით.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge