png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

თბილისის მერი ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლებების კონგრესის პლენარულ სესიას ესწრება

  • პოლიტიკა
  • 21.10.2015
  • 11:20
თბილისის მერი  ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლებების კონგრესის პლენარულ სესიას ესწრება

თბილისის მერი სტრასბურგში, ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლებების კონგრესის პლენარულ სესიას ესწრება.

პლენარული სესიის მიმდიანრეობისას საუბარი სხვადასხვა ქვეყანაში ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარების საკითხებს შეეხო. მიმოიხილეს სამოქალაქო საზოგადოებასთან აქტიური თანამშრომლობის თემები და ადგილობრივი თვითმმართველობის ახალ ფორმებთან დაკავშირებული საკითხები.
თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარების კუთხით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის ცვლილებები, რაც ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის ფარგლებში იქნა მიღებული და რომელიც გადაწყვეტილების მიღების პროცესში  მოქლაქეთა აქტიურ ჩართულობას გულისხმობს.

"სესიაზე ძირითადი აქცენტი ცალკეულ ქვეყნებში, თვითმმართველობის შესახებ ევროპული ქარტიის პრინციპების დაცვას ეხება. ვფიქრობ, რომ ეს გამოცდილება ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ისევე როგორც სხვა ქვეყნებისთვისაც საინტერესოა ის რიგი ცვლილებები, რაც ჩვენ ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის ფარგლებში მივიღეთ. განსაკუთრებით გამოვყოფ ბოლო ნაწილს, მოქალაქეთა აქტიური ჩართულობის ფორმებთან დაკავშირებით. გამოცდილების გაზიარების კუთხით, სესიაში მონაწილეობის მიღება მნიშვნელოვანია",- განაცხადა დავით ნარმანიამ. 

ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლებების კონგრესის გენერალური მდივნის, ანდრეას კიფერის თქმით, კონგრესს საქართველოს ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებასთან აქტიური ურთიერთობა აქვს.

"თბილისის მერი დავით ნარმანია, კონგრესის ძალიან მნიშვნელოვანი წევრია. ჩვენ ოპტიმისტურად ვართ განწყობილნი საქართველოში კონგრესის პოსტ-მონიტორინგის აქტივობების მიმართ. მას შემდეგ, რაც საქართველოში განხოციელდა არჩევნებზე დაკვირვება და მონიტორინგის პროცესი, ახლა უკვე სამომავლო ნაბიჯების შესათანხმებლად კონგრესის მაღალი რანგის წარმომადგენლები, მათ შორის ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლებების კონგრესის პრეზიდენტი ჟან კლოდ ფრეკონი, საქართველოს ნოემბერში ეწვევიან და შეხვედრებს მთავრობის წარმომადგენლებთან გამართავენ",-განაცხადა ანდრეას კიფერმა. 

ვიზიტის ფარგლებში თბილისის  მერი დავით ნარმანია, კონგესის რეგიონული პალატის შეხვედრას დაესწრება, სადაც უმცირესობათა ენების ქარტიის შესახებ,   შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, პაატა ზაქარეიშვილის გამოსვლა იგეგმება, რის შემდეგაც გაიმართება დებატები.

თბილისის მერის დავით ნარმანიას ვიზიტი სტრასბურგში 22 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება.  

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge