png.ge
png.ge
png.ge
16+
20 ნოემბერი, 2026, პარასკევი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
20 ნოემბერი, 2026, პარასკევი
png.ge

საჯარო დისკუსია: „ღირსება და სტიგმა ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში“

  • საზოგადოება
  • 21.10.2015
  • 11:00
საჯარო დისკუსია: „ღირსება და სტიგმა ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში“

ყოველი წლის ოქტომბერში, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას განსახილველად გამოაქვს ფსიქიატრიული სფეროს ყველაზე აქტუალური თემა. 2015 წლის თემაა „ღირსება და ფსიქიკური ჯანმრთელობა", რაც გულისხმობს ბენეფიციარებისა და დარგის სპეციალისტების ღირსებისა და უფლებების დაცვას.

ამ გზავნილის საპასუხოდ, დღეს. 21 ოქტომბერს, გაიმართება საჯარო დისკუსია - „ღირსება და სტიგმა ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში“ თემებზე:

  1. საქართველოში ფსიქიატრიული სფეროს პრობლემების შეფასება - სტერეოტიპები, სტიგმა, დარგის დისკრიმინაციის მცდელობა;
  2. საკანონმდებლო რეგულაციები, რომლითაც ფსიქიატრიის კომპეტენციები სხვა სპეციალობის ექიმებს განესაზღვრათ - პაციენტთა უფლებების დარღვევა, დაავადების მართვის არასწორი მეთოდები.

ორგანიზატორები: საქართველოს ფსიქიატრთა საზოგადოება, გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში - თბილისი, საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის კოალიცია, საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის ასოციაცია.

მონაწილეები: საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენლები, ფსიქიატრიის დარგის სპეციალისტები, ექსპერტები, სამოქალაქო სექტორი, მედია.

დისკუსიის შემდეგ, დაიწყება ხელმოწერები პეტიციაზე, რომლის მოთხოვნაა:        „გადაიხედოს    საქართველოს  შრომის,  ჯანმრთელობისა  და  სოციალური  დაცვის  მინისტრის №01-8/ნ ბრძანების დანართი 2 (2015 წლის 30 მარტი) და №01-21/ნ ბრძანების დანართი 12 (2015 წლის 15 ივლისი), რომლებითაც ფსიქიატრიის კომპეტენციები სხვა სპეციალობის ექიმებს განესაზღვრათ და დაუყონებლივ მოხდეს მათი შესწორება საერთაშორისო პრაქტიკისა და საქართველოში აღიარებული დაავადებათა კლასიფიკატორების გათვალისწინებით“.

საჯარო დისკუსია გაიმართება: 21.10.2015, 14:00 საათზე.

მის: გუდიაშვილის N7, ეროვნული ბიბლიოთეკის მე-3 კორპუსი, საკონფერენციო დარბაზი.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მაშველები ნანგრევებში ეძებენ შვიდ მოქალაქეს, რომელთა შორის, სამი მცირეწლოვანია
  • 17:10
მაშველები ნანგრევებში ეძებენ შვიდ მოქალაქეს, რომელთა შორის, სამი მცირეწლოვანია
ღმერთო, დაგვიფარე ასეთი მეგობრებისგან - დონალდ ტუსკი ტრამპის მიერ პუტინის „მეგობრად“ მოხსენიებაზე
  • 16:59
ღმერთო, დაგვიფარე ასეთი მეგობრებისგან - დონალდ ტუსკი ტრამპის მიერ პუტინის „მეგობრად“ მოხსენიებაზე
ივანიშვილი, რომელმაც სამჯერ უკანონოდ ჩამსვა, რომ დაასანქცირონ, მიხარია კი არა, საერთოდ ჩაიტანოს დედამიწამ - ნიკა გვარამია
  • 16:57
ივანიშვილი, რომელმაც სამჯერ უკანონოდ ჩამსვა, რომ დაასანქცირონ, მიხარია კი არა, საერთოდ ჩაიტანოს დედამიწამ - ნიკა გვარამია
გაყიდვების რეკორდი საბურავებში - საავტომობილო პროდუქციის ფართო არჩევანი და ზამთრის შეთავაზებები „თეგეტა მოტორსში“
  • 12:43
გაყიდვების რეკორდი საბურავებში - საავტომობილო პროდუქციის ფართო არჩევანი და ზამთრის შეთავაზებები „თეგეტა მოტორსში“
„თეგეტა აკადემიის“ სავალი ნაწილის შეკეთების პროგრამა დასრულდა - კურსდამთავრებულების ნახევარზე მეტი „თეგეტაში“ დასაქმდება
  • 12:31
„თეგეტა აკადემიის“ სავალი ნაწილის შეკეთების პროგრამა დასრულდა - კურსდამთავრებულების ნახევარზე მეტი „თეგეტაში“ დასაქმდება
Tegeta App-ში მოგების დროა - ყოველი 50-ე ახალი მომხმარებელი საჩუქრად „გალფის“ ქულებს მიიღებს
  • 16:47
Tegeta App-ში მოგების დროა - ყოველი 50-ე ახალი მომხმარებელი საჩუქრად „გალფის“ ქულებს მიიღებს
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
  • 11:14
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge