png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ ფრანგ ტურისტებს უმასპინძლა

  • საზოგადოება
  • 20.10.2015
  • 18:17
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ ფრანგ ტურისტებს უმასპინძლა

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ეკოლოგიურად სუფთა ავტომობილების ე.წ. ,,მწვანე ტრანსპორტის“ პოპულარიზაციის მიზნით, ფრანგი ტურისტების ინიციატივას უერთდება.
წარმომადგენლობითი ორგანოს დეპუტატის შალვა ოგბაიძის ინიციატივით, სტუდენტებს დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა და გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარემ შორენა ბუხრაშვილმა უმასპინძლეს.
გიორგი ალიბეგაშვილი ფრანგი სტუდენტების მოგზაურობის მიზანს მიესალმა და ეკოლოგიურად სუფთა გარემოს შენარჩუნების მიზნებსა და მნიშვნელობაზე ისაუბრა.

ტურისტების მიერ ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციის იდეას შორენა ბუხრაშვილმა მნიშვნელოვანი უწოდა და აღნიშნა, რომ საქართველოში ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით ნებისმიერ წამოწყებასა და ინიციატივას მხარს დაუჭერს.
შეხვედრას Accorhotels-ის წარმომადგენელი ესწრებოდა, რომლის თქმით, Accorhotels ჯგუფი დაინტერესდა სამი ახალგაზრდა სტუდენტის წამოწყებით, რომლებიც იმის დასამტკიცებლად, რომ სამომავლოდ ელექტროენერგია   გადაადგილებისთვის საკმარისი იქნება, ბანგკოკიდან საფრანგეთამდე ელექტრო-მოტოროლერით მოგზაურობენ .
The Pilgreens’-ების მიზანს წარმოადგენს პილიგრიმობა სუფთა ენერგიის წყაროზე, პროგნოზირებული მომავლის პოპულარიზაცია, სადაც ელექტროენერგია იქნება დომინანტი ენერგიის წყარო გლობალური გადაადგილებისთვის.
მოგზაურობის შემდეგ ახალგაზრდები ბიზნეს-გეგმის წარდგენას აპირებენ, რომლის მიხედვითაც, იურიდიული ობიექტის სტატუსს მიიღებენ და მოღვაწეობას ,,მწვანე ტრანსპორტირების’’ პოპულარიზაციის მიზნით განაგრძობენ.

საკრებულოს თავმჯდომარე სტუმრებს ამ მიმართულებით თანამშრომლობას დაჰპირდა და შეხვედრის დასასრულს კარენ კოულაკიანს, ლიუდვიგ მერცსა და რემი ფერნანდეს-დანდრეს სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge