png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

რომან გოცირიძე: გაზის საკითხში ჩანს ხელისუფლების კერძო ინტერესები, პოლიტიკური ორიენტაცია და საგარეო პოზიციების დასუსტება

  • ეკონომიკა
  • 20.10.2015
  • 17:07
რომან გოცირიძე: გაზის საკითხში ჩანს ხელისუფლების კერძო ინტერესები, პოლიტიკური ორიენტაცია და საგარეო პოზიციების დასუსტება

"გაზის საკითხში ჩანს ხელისუფლების კერძო ინტერესები, პოლიტიკური ორიენტაცია და საგარეო პოზიციების დასუსტება"- ასე ეხმაურება ექსპერტი ეკონომიკის დარგში რომან გოცირიძე ენერგეტიკის მინისტრის დღევანდელ განცხადებებს. გოცირიძე "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე წერს, რომ კალაძემ ლოგიკასმოკლებული განცხადება გააკეთა:

"ენერგეტიკის მინისტრმა ლოგიკასმოკლებული განცხადება გააკეთა:
1). გაზი არ გვყოფნის, აზერბაიჯანიდან ვერ შემოგვაქვს და "გაზპრომიდან" უნდა ვიყიდოთო, ანუ სხვა გზა არა გვაქვსო. 
ანუ, აზერბაიჯანი ფეხებზე გვიკიდებს, იმ მცირეოდენ დამატებით გაზზეც კი უარს გვეუბნება, რომელიც 2018 წლამდე დაგვაკლდება. რატომ 2018წელი? იმიტომ, რომ მაშინ ამოქმედდება შაჰდენიზ-2 და ჩვენს ტერიტორიაზე გაივლის დამატებით 6 მილიარდი კუბური მეტრი გაზი, საიდანაც ჩვენც გვეკუთვნის წილი( ახლა 7 მილიარდი კუბური მეტრი გადის). 2019 წელს კი დამატებით გაივლის 10 მილიარდი კუბური მეტრი.
2). თვითონ აზერბაიჯანი ყიდულობს რუსეთიდან გაზსო. 
რა გამოდის, აზერბაიჯანს არ ყოფნიდა და ჩვენ გვაძლევდა, თანაც იაფად? ლამაზი თვალებისათვის? ანუ სწორედ ამას ჰქვია გეოსტრატეგიული პარტნიორობა. აზერბაიჯანს ჩვენს გარეშე გზა არა აქვს თავის სიმდიდრის ტრანსპორტირების. ესე იგი, უღირს საქართველოს უსაფრთხოებაზე ზრუნვა თუნდაც გარკვეული დანაკარგების ფასად.
3). თუ რუსული გაზის ფასი არ მოგვეწონა, არ ვიყიდითო?
ეს კი მართლაც სასაცილოა. მაშინ რას იზამენ? ისევ აზერბაიჯანს მიმართავენ, რომელის ვალიკოს " Совсем не уважает"?, თუ გამორთავენ მომხმარებლებს?
4). წინა ხელისუფლებაც ყიდულობდა რუსეთიდანო.
რა არგუმენტია ეს. ყიდულობდა, მანამ სანამ არ იყო სხვა ალტერნატივა. ბაქო-თბილისი-ერზერუმის ამოქმედებიდან ნელ-ნელა მცირდებოდა რუსული გაზის წილი და იზრდებოდა აზერბაიჯანულის. როცა ეს სისტემა მთლიანად დაიტვირთა, რუსულ გაზსაც ხელი დავუქნიეთ.
დასკვნა: გაზის საკითხში ჩანს ხელისუფლების კერძო ინტერესები, პოლიტიკური ორიენტაცია და საგარეო პოზიციების დასუსტება( აზერბაიჯანის, თურქეთის, ევროპისა თუ ამერიკის მიმართულებით)" - წერს რომან გოცირიძე.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge