png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

სასჯელაღსრულების სამინისტრო წამების მსხვერპლს კომპენსაციის სახით 20 000 ლარს გადაუხდის

  • სამართალი
  • 18.10.2016
  • 16:58
 სასჯელაღსრულების სამინისტრო წამების მსხვერპლს კომპენსაციის სახით 20 000 ლარს გადაუხდის

ადამიანის უფლებათა ცენტრმა სასჯელაღსრულების დაწესებულების თანამშრომელთა მხრიდან ცემა-წამებაში დაზარალებულად ცნობილ მსჯავრდებულის,თამაზ რ.-ის  საქმეზე სასამართლოს სარჩელით მიმართა და დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება მოითხოვა.

7 ოქტომბერს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ აიღო ვალდებულება, კანონიერ ძალაში შესული განჩინების/გადაწყვეტილების ჩაბარებიდან არაუგვიანეს 15 სამუშაო დღის ვადაში გადაუხადოს მოსარჩელე თამაზ რ.-ს 20 000 ლარი მის მიმართ სასჯელაღსრულების სისტემაში განცდილი მატერიალური და მორალური ზიანის საკომპენსაციოდ.

მსჯავრდებული თამაზ რ. სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ყოფნის პერიოდში, წლების განმავლობაში, არაადამიანური მოპყრობისა და წამების მსხვერპლი იყო, რამაც მის ჯანმრთელობაზე მძიმე კვალი დატოვა. მან 12 წელი გაატარა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში.

5 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილის მიერ დაკმაყოფილდა ადამიანის უფლებათა ცენტრის შუამდგომლობა თამაზ რ.-ს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 283 მუხლის საფუძველზე ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო სასჯელის აღსრულების გადავადების თაობაზე. თამაზ რ. სასამართლო სხდომის დარბაზიდან განთავისუფლდა.

ადამიანის უფლებათა ცენტრი მიესალმება სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გადაწყვეტილებას, რომლის თანახმად სახელმწიფომ შეასრულა თავისი პოზიტიური ვალდებულება და გადადგა მნიშვნელოვანი ნაბიჯი წამების მსხვერპლის რეაბილიტაციისკენ.

ამავე დროს, ადამიანის უფლებათა ცენტრი სამინისტროს მოუწოდებს, კონკრეტული მიდგომა განაზოგადოს წამების სხვა მსხვერპლებზე, რომლებიც წლებია, სახელმწიფოსგან ელიან კომპენსაციას და რეაბილიტაციას და ეს საკითხი არის სწორედ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პასუხისმგებლობა, მიუხედავად იმისა, თუ რა პერიოდშია ჩადენილი ესა თუ ის დანაშაული. 

 

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
  • 19:10
შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
  • 18:17
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
  • 17:27
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
  • 17:25
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი -  მიხეილ სააკაშვილი
  • 15:46
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი - მიხეილ სააკაშვილი
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
  • 15:00
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
  • 10:50
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
  • 10:43
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge