png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

„თეგეტა მოტორსი“ სტუ-ში მისივე სახელობის აუდიტორიას გახსნის

  • ეკონომიკა
  • 20.10.2015
  • 15:36
 „თეგეტა მოტორსი“ სტუ-ში მისივე სახელობის აუდიტორიას გახსნის

21 ოქტომბერს, 12:00 სთ-ზე კომპანია „თეგეტა მოტორსი“ საქართველოს ტექნიკური უნივერისიტეტის I კორპუსში, მისივე სახელობის (თეგეტა მოტორსის აუდიტორია) აუდიტორიას გახსნის. ღონისძიებას დაესწრებიან საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლები „თეგეტა მოტორსის“ პრეზიდენტი თემურ კოხოძე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი არჩილ ფრანგიშვილი, სხვა მოწვეული სტუმრები და ოფიციალური პირები.

„თეგეტა მოტორსმა“, ტექნიკურ უნივერსიტეტთან გაფორმებული ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, სრულად გაარემონტა და აღჭურვა 4 არსებული აუდიოტორია, რომელიც საბოლოო ჯამში ერთ დიდ აუდიტორიად გადაკეთდა. „თეგეტა მოტორსის აუდიტორია“ განკუთვნილი იქნება სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის ფაკულტეტის სტუდენტებისათვის, ლექციების, პრაქტიკული და კვალიფიკაციის ასამაღლებელი სამუშაოების ჩასატარებლად, რაც ხელს შეუწყობს აღნიშნული სტუდენტების პროფესიული უნარ–ჩვევების და დარგის განვითარებასა და წინსვლას.

ჩვენ ვაცნობიერებთ საზოგადოების განვითარებისთვის მათ საჭიროებას და მნიშვნელობას და შევთანხმდით ტექნიკურ უნივერსიტეტთან, რომ ყოველმხრივ შევუწყობთ ხელს თანასწორუფლებიანი თანამშრომლობის განვითარებას და განვახორციელებთ ურთიერთსანაცვლო ვალდებულებებს საგანმანათლებლო სფეროში, რაც გამოიხატება ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტთა უნარ–ჩვევების განვითარებასა და ხელშეწყობაში.
წლის განმავლობაში დაგეგმილი გვაქვს რამოდენიმე მასტერ-კლასი სტუდენტებისთვის, რომლებსაც ჩვენი პარტნიორი, მსოფლიოში ისეთი ცნობილი ბრენდების წარმომადგენლები ჩაატარებენ როგორიცაა: SHELL, MOTUL, BRIDGESTONE, SACHS, LEMFORDER, VARTA, PORSCHE, MAZDA, TOYOTA და ა.შ.

მომავალი წლიდან დაგეგმილი გვაქვს კიდევ უფრო წავახალისოთ ჩვენი სტუდენტობა და შემოვიღებთ „თეგეტა მოტორსის“ სახელობის სასწავლო სტიპენდიას აღნიშნული ფაკულტეტების სტუდენტებისთვის, რომელიც გამოიხატება ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად მაღალ რეიტინგული სტუდენტებისთვის გრანტის მინიჭებაში.

„თეგეტა მოტორსი“ დღეს 300-ზე მეტი, მსოფლიოში ცნობილი ბრენდის პარტნიორია საქართველოში. რომელიც მუდმივად განვითარებასა და სრულყოფაზეა ორიენტირებული. თეგეტა ჰოლდინგი, რომელსაც წელს 20 წელი შეუსრულდა და წარმატების გზა განვლო, დღეს ლიდერია საავტომობილო პროდუქტებისა და მომსახურების დარგში.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge