png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

იუსტიციის სახლში სამოგზაურო დაზღვევის მიღება იქნება შესაძლებელი

  • საზოგადოება
  • 20.10.2015
  • 12:50
იუსტიციის სახლში სამოგზაურო დაზღვევის მიღება იქნება შესაძლებელი

 იუსტიციის სახლში  სულ მალე კიდევ ერთი ინოვაციური სერვისის,  სამოგზაურო დაზღვევის მიღება იქნება შესაძლებელი.  იუსტიციის სახლი პირველი სახელმწიფო უწყებაა, რომელიც კერძო სექტორის სერვისების გაცემას იწყებს. 

სადაზღვევო პოლისები  კომპანია „უნისონს“ ეკუთვნის, რომლის შერჩევაც საჯაროდ გამოცხადებული კონკურსის საფუძველზე განხორციელდა.  თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულებას იუსტიციის სახლსა და კომპანია „უნისონს“ შორის დღეს მოეწერა ხელი. 

იუსტიციის სახლში პასპორტის ასაღებად მოსულ მომხმარებელს ოპერატორი სამოგზაურო დაზღვევის პოლისსაც შესთავაზებს, თუმცა  პოლისის მიღება ნებისმიერ სხვა მომხმარებელსაც შეუძლია.   „უნისონის“ სამოგზაურო დაზღვევა ორნაირია  და მოიცავს, როგორც სამოგზაუროდ საჭირო რაოდენობის დღეების დაზღვევას, რომლის ღირებულებაც დღეში 0.74 თეთრია ისე 1 წლიან მულტი პოლისს, რომელიც 65 ლარი ეღირება.     

ინოვაციურ სერვისზე მუშობა იუსტიციის სახლში უკვე რამდენიმე თვეა მიმდინარეობს.  მოსამზადებელი სამუშაოებისას დეტალურად გაიწერა მომსახურების პროცედურა და სხვა ისეთი ბიზნეს პროცესები, რაც იუსტიციის სახლისთვის ჩვეული ხარისხიანი მომსახურების გაწვევისთვის არის საჭირო.

იუსტიციის სახლში კომპანია „უნისონის“ სამოგზაურო დაზღვევის შეძენა შეუძლია ყველა მომხმარებელს მათ შორის უცხოელებსაც . პოლისის მისაღებად კი მხოლოდ პირადობის  დამადასტურებელი ნებისმიერი დოკუმენტის წარდგენაა  აუცილებელი.

ამასთანავე, კომპანია „უნისონი“  იუსტიციის სახლის მომხმარებელს  დამატებით მომსახურებასაც შესთავაზებს, მათ შორის: ბარგის დაკარგვა/დაგვიანებით გამოწვეული ზარალის ანაზღაურება, პასპორტის დაკარგვის შედეგად დამდგარი ზარალის ანაზღაურება, დაზღვეულის ოჯახის წევრის გადაუდებელი აუცილებლობით გამოწვეული ვიზიტის ხარჯების ანაზღაურება და  თვითმფრინავის ბილეთის გაუქმების რისკის დაზღვევა.

მომხმარებელს, რომელიც იუსტიციის სახლში  1 წლიან მულტი პოლისს შეიძენს, 1 თვიანი კონსიერჟ ბარათი (მომსახურება მოგზაურთათვის ტურისტული, გასართობი, ბიზნეს ღონისძიებების რეზერვაცია) საჩუქრად გადაცემა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge