png.ge
png.ge
png.ge
16+
11 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
11 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

კახა კალაძე კრწანისში მოსახლეობას შეხვდა

  • საზოგადოება
  • 06.10.2016
  • 17:49
კახა კალაძე კრწანისში მოსახლეობას შეხვდა

8 ოქტომბერი არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე ჩვენი ქვეყნის უახლოეს ისტორიაში და მინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს - 8 ოქტომბერს თითოეულმა ჩვენგანმა უნდა გამოვხატოთ მოქალაქეობრივი პოზიცია, ოჯახის წევრებთან, მეგობრებთან, ახლობლებთან და ნათესავებთან ერთად მივიდეთ საარჩევნო უბნებზე, საარჩევნო ყუთებთან და არჩევნების გზით მივიღოთ გადაწყვეტილება, თუ ვინ უნდა იყოს ქვეყნის ხელისუფლებაში, - ასე მიმართა პარტია „ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ კრწანისში გამართული შემაჯამებელი წინასაარჩევნო შეხვედრის მონაწილეებს.

როგორც კალაძემ აღნიშნა, დარწმუნებულია, რომ საქართველოს მოქალაქეები აუცილებლად გააკეთებენ სწორ არჩევანს, მიიღებენ სწორ გადაწყვეტილებას.

„დარწმუნებული ვარ, რომ ეს არჩევანი იქნება თავისუფლება, რომელიც ჩვენ ყველამ ერთად ბრძოლით, მშვიდობიანი გზით მოვიპოვეთ. ეს არჩევანი იქნება ქვეყნის სწრაფი განვითარება, ქვეყნის ეკონომიკური წინსვლა, რაც დღეს ყველაზე მეტად სჭირდება ჩვენს ქვეყანას. დღეს ყველაზე მეტად გვჭირდება ახალი სამუშაო ადგილების შექმნა და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა შევამციროთ სოციალურად დაუცველების რაოდენობა, პენსია იყოს ისეთი, როგორც ეს ევროპულ, განვითარებულ ქვეყნებშია. რაც მთავარია, ჩვენი ქვეყნის თითოეულმა მოქალაქემ უნდა იგრძნოს კეთილდღეობა და ეს ყველაფერი შეუძლია მხოლოდ ერთადერთ ძალას, ეს არის „პარტია ქართული ოცნება“, რომლის უკან დგას ძალიან ბევრი ადამიანი“,-აღნიშნა კახა კალაძემ.

როგორც პარტიის გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, „ქართული ოცნება“, სრულიად საქართველო აუცილებლად გაიმარჯვებს, რადგან ეს არის იმ დემოკრატიული გზის გაგრძელება, რომელიც 2012 წელს დაიწყო. „ჩვენ, ყველამ ერთად ძალიან ბევრი რთული ბარიერები გადავლახეთ, თუმცა ღირსეულად გამოვიარეთ სირთულეები. ჩვენ კარგად გვესმის ყველა პრობლემა, ტკივილი, რომელიც აწუხებს ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს. მინდა, დაგარწმუნოთ, რომ ქვეყანაში ერთადერთი გუნდი, ერთადერთი პოლიტიკური ძალა არის პარტია „ქართული ოცნება“. „ქართულ ოცნებას“ შეუძლია, ამ პრობლემების მოგვარება“, - განცხადა კახა კალაძემ.

ამასთან, კალაძემ კრწანისის რაიონის მცხოვრებლებს პარლამენტისა და თბილისის საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატები, ბექა ოდიშარია და ქეთი მამულაშვილი კიდევ ერთხელ წარუდგინა.

„დღეს ჩვენთან ერთად არიან ჩვენი თანაგუნდელები, ადამიანები, რომლებიც თავისი პროფესიონალიზმით, მერწმუნეთ, ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ პირველ რიგში გემსახურონ თქვენ, ხალხს. ყველა ტკივილი, ყველა წუხილი, პრობლემა, რომელიც აქვს თითოეულ თქვენგანს, მიიტანოს ცენტრალურ ხელისუფლებაში, მთავრობაში და შესაბამისად, ეს პრობლემები იქნეს მოგვარებული. მე დღეს მინდა წარმოგიდინოთ თქვენთვის უკვე კარგად ცნობილი ადამიანები, ბექა ოდიშარია და ქეთი მამულაშვილი“, - განაცხადა პარტიის ცენტრალური შტაბის უფროსმა.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, მათ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ქონდათ ბევრი შეხვედრა, თითოეულ ოჯახში მივიდნენ, ესაუბრნენ, აუხსენეს, თუ რას პირდება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ ხალხს, როგორი იქნება მომავალი ოთხი წელი.

„ეს ადამიანები, თქვენთვის ცნობილი ადამიანები არიან. მინდა, წარმოგიდგინოთ ბექა ოდიშარია, რომელიც იქნება ღირსეული წარმომადგენელი უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში. ძალიან კარგად მესმის, რამხელა პასუხისმგებლობაა, იყო კონკრეტული რაიონის წარმომადგენელი პარლამენტში. დარწმუნებული ვარ, რომ ბექა ნაცვლიშვილი ღირსეულად გაართმევს პასუხისმგებლობას თავს და ჩვენს გუნდთან, გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით, ყველაფერს გააკეთებს, რომ ყველა პრობლემა, რომელიც აწუხებს ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს, მოგვარდეს. ასევე, მინდა, წარმოგიდგინოთ ქეთი მამულაშვილის კანდიდატურა თბილისის საკრებულოში. გულწრფელად მინდა, წარმატებები ვუსურვო. დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი თანადგომით, თქვენი დახმარებით აუცილებლად გავიმარჯვებთ“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დონალდ ტრამპი – ვიფიქრე, ატლანტის ან წყნარ ოკეანეს „ტრამპის ოკეანე“ ან „ამერიკის ოკეანე“ ვუწოდოთ
  • 17:19
დონალდ ტრამპი – ვიფიქრე, ატლანტის ან წყნარ ოკეანეს „ტრამპის ოკეანე“ ან „ამერიკის ოკეანე“ ვუწოდოთ
აშშ-ზე დაყრდნობა ახლა არ შეიძლება - ევროპარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე
  • 17:05
აშშ-ზე დაყრდნობა ახლა არ შეიძლება - ევროპარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე
სახელმწიფოს მუდმივად აქვს იმედი, რომ დაგსჯის, სადღაც იქვე, მის დასში, მაგალითად, აჩიკო სოლოღაშვილები მოიძებნებიან - გურამ მაცხონაშვილი
  • 17:02
სახელმწიფოს მუდმივად აქვს იმედი, რომ დაგსჯის, სადღაც იქვე, მის დასში, მაგალითად, აჩიკო სოლოღაშვილები მოიძებნებიან - გურამ მაცხონაშვილი
მილიონობით ლარს, რომელსაც რუსთაველის თეატრი იღებს, ყოველწლიურად, ხარჯავს საზოგადოების ჯიბრში - გურამ მაცხონაშვილი
  • 16:56
მილიონობით ლარს, რომელსაც რუსთაველის თეატრი იღებს, ყოველწლიურად, ხარჯავს საზოგადოების ჯიბრში - გურამ მაცხონაშვილი
უბრალოდ შესანიშნავია, შემიძლია ყველაზე დიდი სისულელე ვთქვა და თქვენ მაინც ტაშს დამიკრავთ - დონალდ ტრამპი ამომრჩევლებს
  • 15:24
უბრალოდ შესანიშნავია, შემიძლია ყველაზე დიდი სისულელე ვთქვა და თქვენ მაინც ტაშს დამიკრავთ - დონალდ ტრამპი ამომრჩევლებს
ციხემ დედაჩემის და ორი უახლოესი ადამიანის ნომერი დაბლოკა - რეზო კიკნაძე
  • 15:23
ციხემ დედაჩემის და ორი უახლოესი ადამიანის ნომერი დაბლოკა - რეზო კიკნაძე
კიკვიძის პარკთან სახანძრო და სატვირთო მანქანა ერთმანეთს შეეჯახა
  • 08:07
კიკვიძის პარკთან სახანძრო და სატვირთო მანქანა ერთმანეთს შეეჯახა
მართლა ვერ გავიგე რა იყო სასაცილო ან დასაცინი  - გიორგი გველესიანი მის ინტერვიუზე გაკეთებულ კომენტარებს ეხმიანება
  • 00:53
მართლა ვერ გავიგე რა იყო სასაცილო ან დასაცინი  - გიორგი გველესიანი მის ინტერვიუზე გაკეთებულ კომენტარებს ეხმიანება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge