png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

ირაკლი ბუგიანის გამოფენა "ხედავდე სამყაროს ქვიშის მარცვალში" 6 ოქტომბერს გაიხსნება

  • კულტურა
  • 04.10.2016
  • 18:08
ირაკლი ბუგიანის გამოფენა "ხედავდე სამყაროს ქვიშის მარცვალში" 6 ოქტომბერს გაიხსნება

6 ოქტომბერს, 19:00 საათზე, დ. შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში გაიხსნება ირაკლი ბუგიანის გამოფენა „ხედავდე სამყაროს ქვიშის მარცვალში". პროექტი ხორციელდება Project ArtBeat-ის მიერ, თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის მხარდაჭერით. გამოფენა 23 ოქტომბრამდე გასტანს და მისი კურატორია ლევან მინდიაშვილი.

ირაკლი ბუგიანის პირველი პერსონალური გამოფენა საქართველოში, რომელიც თბილისის ეროვნულ გალერეაში გაიმართება, თავს უყრის ხელოვანის საეტაპო ნამუშევრებს, რომლებიც მისი პრაქტიკის მნიშვნელოვან ასპექტებს წარმოაჩენენ. ხელოვანის ჩამოყალიბებაზე დიდი გავლენა იქონია მისმა წარსულმა -  კერძოდ, კი "პერესტროიკისა" და საბჭოთა სისტემის ნგრევის შემდგომმა, რევოლუციებით სავსე, გარდამავალმა პერიოდმა. ის 2009-2012 წწ.-ში აღნიშნული მოვლენების გაანალიზებას იწყებს, რაც კარგად ჩანს ამ პერიოდში შექმნილ კოლაჟებში, რომლებიც სხვადასხვა საოჯახო ფოტო-არქივებიდან მოძიებულ მასალებზე დაყრდნობითაა შექმნილი.

2013-2014 წწ. ბუგიანისთვის საბჭოთა წარსული აქტუალურ თემად რჩება, თუმცა მისი ყურადღების ცენტრში ამჯერად საბჭოთა და პოსტ–საბჭოთა არქიტექტურა ექცევა. ის ქმნის სერიას, სახელწოდებით - „სოვიეტიკუმ", სადაც არქიტექტურა გააზრებულია, როგორც ადამიანებისა და მათი კულტურული გარემოს მაფორმირებელი ფაქტორი.

2014-2015 წწ. მხატვრის შემოქმედებაში კედლის მხატვრობის მიმართ ჩნდება ინტერესი. ბუგიანი თანაორგანიზატორია არტ პროექტის – 191°S (დუსელდორფი), რომლის ფარგლებშიც ის ორ მონუმენტურ, ერთმანეთისაგან სრულიად განსხვავებულ, კედლის ნამუშევარს ქმნის. ეროვნული გალერეის გამოფენის სახელწოდება შერჩეულია ინგლისელი პოეტის, უილიამ ბლეიკის ლექსის სტრიქონიდან - „To See a World in a Grain of Sand" („ხედავდე სამყაროს ქვიშის მარცვალში"). ეს მეტაფორა სამყაროს განზომილებების ერთიანობასა და მათ ფრაქტალურ - თვითმსგავს აგებულებაზე მიგვანიშნებს, რასაც მხატვარი უახლეს ნამუშევრებში განსაკუთრებული ინტენსიურობით ეხმიანება. ფერწერული ტილოები დამოუკიდებელ ობიექტებად გვევლინებიან, სადაც დიდი ყურადღება ექცევა ტილოს ზედაპირის ფაქტურასა და რამდენიმე თხელ ფენად დადებული ზეთის საღებავების გრადაციას. ირაკლი ბუგიანი რეპრეზენტაციული ელემენტების მქონე აბსტრაქტული ფერწერის მეშვეობით ცდილობს სამყაროს ამოუცნობი, მისტიური ასპექტების აქცენტირებას.

ირაკლი ბუგიანი (დაბ. 1980, ქ. თბილისი) ცხოვრობს ქ.დუსელდორფში (გერმანია). 1998-2001 წწ. სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში, 2001-2006 წწ. -კარლსრუეს (გერმანია) სამხატვრო აკადემიაში. ამის შემდეგ მან სწავლა განაგრძო ქ. დუსელდორფის ჰაინრიხ ჰაინეს სახელობის უნივერსიტეტში, სადაც 2010 წელს ხელოვნების ისტორიის დარგში მაგისტრის ხარისხი მოიპოვა. მას მონაწილეობა აქვს მიღებული არაერთ ჯგუფურ და პერსონალურ გამოფენაში. მათ შორის: Weltkunstzimmer, Hans-Peter-Zimmer Foundation, დუსელდორფი (2015); RichMix, ლონდონი (2015); Salon Des Amateurs, დუსელდორფი (2014); Kunsthalle Recklinghausen, რექლინგჰაუზენი (2013); საქართველოს ეროვნული მუზუემი, თბილისი (2013); Glashaus, დუსელდორფი (2011); Atelier am Eck, დუსელდორფი (2009); Gallery Bourgeois Pig, ჰაიდელბერგი (2008); Gallery AZ, ზაგრები (2008). მის ჯილდოებს შორის აღსანიშნავია Kunsthalle Recklinghausen-ის ნომინაცია Kunstpreis Junger Westen (2013); ქ. დუსელდორფის კულტურის სამინისტროს სტიპენდია (2008); ფრაიბურგის უნივერსიტეტის გრანტი პორტრეტისათვის (2004).

Project ArtBeat დაარსდა 2014 წ. და მისი მიზანია თანამედროვე ქართული ხელოვნების საერთაშორისო სცენაზე დამკვიდრება და საქართველოს რეგიონებში კულტურული აქტივობების გაღვივება. მნიშვნელოვანი საერთაშორისო არტ ბაზრობების გარდა Project ArtBeat ორ სივრცეში მუშაობს, როგორც ონლაინ პლატფორმა და მოძრავი გალერეა - ე.წ. საზღვაო კონტეინერი - რომელიც წელიწადში რამდენჯერმე მოგზაურობს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში და ხელოვანთა სოლო, სპეციფიკურად ამ სივრცისთვის შექმნილ, პროექტებს ეთმობა. 2015 წელს Project ArtBeat იყო თბილისის ტრიენალეს, არტისტერიუმის და თბილისის მოდის კვირეულის პარტნიორი.

ლევან მინდიაშვილი მულტიმედია არტისტი და დამოუკიდებელი კურატორი, ცხოვრობს და მოღვაწეობს ნიუ იორკსა და თბილისში. თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის დასრულების შემდეგ (2003 წ.) დაიცვა მაგისტრის ხარისხი ბუენოს აირესის ხელოვნების უნივერსიტეტში (2010 წ). 2008-2012 წწ. გალერეაში Laguanacazul (ბუენოს აირესი, არგენტინა) ახორციელებდა ახალგაზრდა უცხოელი და ადგილობრივი ხელოვანების ერთობლივ პროექტებს. მისი ბოლო პროექტია "მემკვიდრეობა", რომელიც განხორციელდა თბილისის შ. ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების ეროვნულ მუზეუმში (2013წ) და კულტურულ ცენტრში RichMix (ლონდონი, 2015).

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge