png.ge
png.ge
png.ge
16+
20 ნოემბერი, 2026, პარასკევი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
20 ნოემბერი, 2026, პარასკევი
png.ge

„თბილისის თანამედროვე ბალეტის“ და კამერული დასის ოფიციალური წარდგენა გაიმართება

  • კულტურა
  • 04.10.2016
  • 17:12
 „თბილისის თანამედროვე ბალეტის“ და კამერული დასის ოფიციალური წარდგენა გაიმართება

5 და 6 ოქტომბერს, 19:00 საათზე, რუსთაველის თეატრის მცირე სცენაზე გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტის“ და კამერული დასის ოფიციალური წარდგენა გაიმართება თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის ხელშეწყობით. საღამოზე ასევე წარმოდგენილი იქნება თანამედროვე ბალეტი გალაკტიონ ტაბიძის პოეზიაზე “დოვინ-დოვენ-დოვლი…” 

თბილისის მერიამ 2016 წელს მარიამ ალექსიძის ხელმღვანელობით დააფუძნა თანამედროვე ბალეტის კამერული დასი `თბილისის თანამედროვე ბალეტი~, რომელსაც სახელგანთქმული ქართველი ქორეოგრაფის, გიორგი ალექსიძის სახელი მიენიჭა. „თბილისის თანამედროვე ბალეტი“ პირველი თანამედროვე ბალეტის კამერული დასია საქართველოში, რომელსაც სახელმწიფო მხარდაჭერა აქვს. 

გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტი“, ახალბედა კამერული დასი, ერთი მხრივ შეინარჩუნებს გიორგი ალექსიძის მრავალფეროვან და მდიდარ ქორეოგრაფიულ მემკვიდრეობას, მეორე მხრივ კი გახდება პლატფორმა ახალგაზრდა ქორეოგრაფებისა და მოცეკვავეებისათვის. სპექტაკლების დადგმა იქცევა ცოცხალ შემოქმედებით პროცესად, ერთგვარ ლაბორატორიად, რომელშიც ჩაერთვებიან კომპოზიტორები, მუსიკოსები, მხატვრები, მსახიობები, დრამატურგები, მწერლები, სხვადასხვა თეატრალური ტექნოლოგიების არტისტები  და შექმნიან ქართულ, თანამედროვე ცეკვის თეატრის პროდუქციას.

დასი მიზნად ისახავს აგრეთვე დარგის განვითარებასა და პოპულარიზაციას, საგანმანათლებლო პროექტებს თბილისსა და რეგიონებში. თანამედროვე ბალეტის პროფესიულად დაუფლებისთვის დასის ბაზაზე საქართველოში დაფუძნდება პირველი სასწავლებელი, რომელიც მოდერნ-ბალეტისა და თანამედროვე ცეკვის სხვადასხვა მიმდინარეობასა თუ ტექნიკას დანერგავს და განავითარებს.

გიორგი ალექსიძის, უკანასკნელი დადგმა, მინიატიურა გალაკტიონის ლექსზე “მთაწმინდის მთვარე”, მარიამ ალექსიძის პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯის ბიძგი გახდა ქორეოგრაფიაში. გალაკტიონის პოეზიაზე სპექტაკლის დადგმის გიორგი ალექსიძის ჩანაფიქრი დაასრულა და 2009 წელს, მამის გარდაცვალებიდან ერთი წლის თავზე თანამედროვე ბალეტი „დოვინ-დოვენ-დოვლი...“ წარმოადგინა. მნიშვნელოვანია, რომ სწორედ ეს პირველი ქორეოგრაფიული დადგმა, განახლებული ფორმით, გახდება ახლად დაფუძნებული გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტის“ კამერული დასისთვისაც პირველი.  

სპექტაკლში გამოყენებულია: გალაკტიონის ლექსი “მთაწმინდის მთვარე” (ავტორისეული ჩანაწერი) კლოდ დებიუსის “მთვარის შუქი”; გუსტავ მალერის ადაჟიო IX სიმფონიიდან; ალბან ბერგის ვარიაციები “ლულუ-სიუიტიდან”.

სპექტაკლის იდეის ავტორი და “მთაწმინდის მთვარის” ქორეოგრაფი - გიორგი ალექსიძე

დამდგმელი ქორეოგრაფი _ მარიამ ალექსიძე

დამდგმელი რეჟისორი _ გელა კანდელაკი

მუსიკალური კონსულტანტი – თეიმურაზ ბაკურაძე

მონაწილეობენ:

გიორგი ალექსიძის სახელობის თბილისის თანამედროვე ბალეტის მსახიობები:

ნინო გოგუა (წამყვანი სოლისტი), ნათია ბუნტური (წამყვანი სოლისტი), მარიამ დარჩია (ბალეტის სოლისტი), ანარ მიქაილოვი (ბალეტის სოლისტი), ინტიგამ მამედოვი (ბალეტის სოლისტი), მარიამ ქოიავა, ნატალია კუკულაძე, თინათინ მჭედლიძე, გვანცა გელაშვილი

მოწვეული სოლისტები:

დავით ანანიაშვილი (თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიული თეატრის ბალეტის წამყვანი სოლისტი)  ვასილ ახმეტელი (მაკედონიის ოპერისა და ბალეტის თეატრის ბალეტის წამყვანი სოლისტი)

მინიატიურას „მთაწმინდის მთვარე“ ასრულებს მარიამ ალექსიძე

ლექსებს კითხულობენ:

ზაზა ლებანიძე, ზაზა პაპუაშვილი, მიხეილ ნანეიშვილი, გივი შაჰნაზარი, ვახტანგ ჯავახაძე, დავით წერედიანი, აკაკი ხინთიბიძე. 

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მაშველები ნანგრევებში ეძებენ შვიდ მოქალაქეს, რომელთა შორის, სამი მცირეწლოვანია
  • 17:10
მაშველები ნანგრევებში ეძებენ შვიდ მოქალაქეს, რომელთა შორის, სამი მცირეწლოვანია
ღმერთო, დაგვიფარე ასეთი მეგობრებისგან - დონალდ ტუსკი ტრამპის მიერ პუტინის „მეგობრად“ მოხსენიებაზე
  • 16:59
ღმერთო, დაგვიფარე ასეთი მეგობრებისგან - დონალდ ტუსკი ტრამპის მიერ პუტინის „მეგობრად“ მოხსენიებაზე
ივანიშვილი, რომელმაც სამჯერ უკანონოდ ჩამსვა, რომ დაასანქცირონ, მიხარია კი არა, საერთოდ ჩაიტანოს დედამიწამ - ნიკა გვარამია
  • 16:57
ივანიშვილი, რომელმაც სამჯერ უკანონოდ ჩამსვა, რომ დაასანქცირონ, მიხარია კი არა, საერთოდ ჩაიტანოს დედამიწამ - ნიკა გვარამია
გაყიდვების რეკორდი საბურავებში - საავტომობილო პროდუქციის ფართო არჩევანი და ზამთრის შეთავაზებები „თეგეტა მოტორსში“
  • 12:43
გაყიდვების რეკორდი საბურავებში - საავტომობილო პროდუქციის ფართო არჩევანი და ზამთრის შეთავაზებები „თეგეტა მოტორსში“
„თეგეტა აკადემიის“ სავალი ნაწილის შეკეთების პროგრამა დასრულდა - კურსდამთავრებულების ნახევარზე მეტი „თეგეტაში“ დასაქმდება
  • 12:31
„თეგეტა აკადემიის“ სავალი ნაწილის შეკეთების პროგრამა დასრულდა - კურსდამთავრებულების ნახევარზე მეტი „თეგეტაში“ დასაქმდება
Tegeta App-ში მოგების დროა - ყოველი 50-ე ახალი მომხმარებელი საჩუქრად „გალფის“ ქულებს მიიღებს
  • 16:47
Tegeta App-ში მოგების დროა - ყოველი 50-ე ახალი მომხმარებელი საჩუქრად „გალფის“ ქულებს მიიღებს
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
  • 11:14
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge