png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

ზაალ უდუმაშვილი: განჩინება, რომელიც წაიკითხა ურთმელიძემ სხვა შენობაშია დაწერილი, სხვა ადამიანის მიერ

  • კომენტარები
  • 19.10.2015
  • 17:40
ზაალ უდუმაშვილი: განჩინება, რომელიც წაიკითხა ურთმელიძემ სხვა შენობაშია დაწერილი, სხვა ადამიანის მიერ

სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის მიერ სასამართლო დარბაზის დატოვების შემდეგ, სასამართლო შენობის ეზოში შეფასებები გაკეთდა.

როგორც ცნობილია, ცოტა ხნის წინ მოსამართლე თამაზ ურთმელიძემ ნიკა გვარამია დარბაზიდან გააძევა.

მოსამართლის გადაწყვეტილების შემდეგ პროტესტის ნიშნად სხდომა დატოვეს რუსთავი 2-ის იმ ჟურნალისტებმა, რომლებიც სასამართლო სხდომას ესწრებოდნენ. არხის გენერალური დირექტორის მოადგილე აცხადებს, რომ მოსამართლის მიერ დღეს წაკითხული განჩიება მისი დაწერილი არ არის. 

"მას შემდეგ, რაც ურთმელიძემ განაცხადა, რომ დედა მისი ოჯახის წევრი არ არის, სხვა გადაწყვეტილებას არც ველოდი და უკვე ვიცოდი, რომ არც ერთი ჩვენი გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდებოდა. ეს განჩინება, რომელიც წაიკითხა ურთმელიძემ და რომელსაც ალბათ წაიკითხავს საბოლოო გადაწყვეტილების სახით, სულ სხვა შენობაშია დაწერილი, სულ სხვა ადამიანის მიერ. შესაბამისად, რასაც ჩვენ ვამბობთ, რომ ეს არის პირდაპირი ომი გამოცხადებული თავისუფალი მედიის მიმართ, დღეს კიდევ ერთხელ დაადასტურა ოფიციალურად ურთმელიძემ თავისი დღევანდელი გადაწყვეტილებებით, ყოველგვარი არგუმენტების გარეშე.

"რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს მოსამართლემ, ეს არ ნიშნავს არაფრის დასასრულს. ეს არის ბრძოლის დასაწყისი, ახალი ეტაპის დასაწყისი, რომელსაც ჩვენ აუცილებლად ბოლომდე მივიყვანთ რუსთავი 2-ის გამარჯვებით," - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა. 

რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის მოადგილე არ გამორიცხავს, რომ მოსამართლე ურთმელიძემ დღესვე გამოაცხადოს გადაწყვეტილება ქიბარ ხალვაშის სასარგებლოდ.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
3 ოქტომბრამდე საქართველოში კვლავ ნალექია მოსალოდნელი
  • 16:29
3 ოქტომბრამდე საქართველოში კვლავ ნალექია მოსალოდნელი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge