png.ge
png.ge
png.ge
16+
20 ნოემბერი, 2026, პარასკევი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
20 ნოემბერი, 2026, პარასკევი
png.ge

თეზი გაბუნიას არტპროექტი „შეყავი თავი გალერეაში“ ვენაში გამოიფინა

  • კულტურა
  • 23.09.2016
  • 10:48
თეზი გაბუნიას არტპროექტი „შეყავი თავი გალერეაში“ ვენაში გამოიფინა

ახალგაზრდა ხელოვანის, თეზი გაბუნიას ინტერაქციული არტპროექტი, „შეყავი თავი გალერეაში“ ვენაში, ხელოვნების საერთაშორისო ბაზრობაზე გამოიფინა. ნამუშევარი „Popiashvili Gvaberidze Window Project-მა“ თიბისი ბანკის მხარდაჭერით წარადგინა. პროექტი 28 ქვეყნის თანამედროვე ხელოვანების ნამუშევრებს შორის, ქართულ პავილიონშია წარმოდგენილი.

არტპროექტი „შეყავი თავი გალერეაში“ დამთვალიერებელს შესაძლებლობას აძლევს დაათვალიეროს  სამი ცნობილი გალერეის ლუვრის (პარიზი), ტეიტ მოდერნის (ლონდონი), გაგოსიანის გალერეის (ნიუ იორკი) მინი მოდელები, პირდაპირი მნიშვნელობით  თავი  შეყოს  საგამოფენო სივრცეში, გადაიღოს ფოტო რუბენსის, ჰერსტის,  ლიხტენშტეინის და სხვა ცნობილი მხატვრების  ნამუშევრებთან ერთად და თავადაც გახდეს საგამოფენო ექსპონატი. მოგვიანებით, „შეყავი თავი გალერეაში“ სოციალურ ქსელში გადაინაცვლებს, დამთვალიერებლების ფოტოები  არტპროექტის Facebook-ის  ოფიციალურ გვერდზე   განთავსდება და მათი ნახვა სოციალურ ქსელში დარეგისტრირებულ ნებისმიერ მსურველს შეეძლება.

თეზი გაბუნიამ ინტერაქციული არტპროექტი  2015 წლის ივლისში შექმნა და ის თავდაპირველად, ბათუმის თანამედროვე ხელოვნების ცენტრში, შემდეგ  განახლებული სახით უკვე თიბისი გალერეაში გამოიფინა. მოგვიანებით, „შეყავი თავი გალერეაში“ ქვეყნის ფარგლებს  გასცდა და ექსპოზიციის ამსახველი ფოტომასალა ონლაინ არტ-გალერეაში “Art People Gallery” (სან ფრანცისკო, აშშ) განთავსდა.

არტპროექტს დიდი გამოხმაურება მოჰყვა როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო მედიაში. პროექტის შესახებ მასალა სხვადასხვა პრესტიჟულ ონლაინ და ბეჭდურ გამოცემაში მოხვდა, მათ შორის  ამერიკულ  "Insider" -ში,  "Designboom"-ში, გერმანულ  "Berlin ArtParasites"-სა და  ფარნგულ "Beaux Arts magazine" -ში.

ავსტრიის ხელოვნების საერთაშორისო ბაზრობა ყოველწლიურად ტარდება და მასში მონაწილეობას სხვადასხვა ქვეყნის საერთაშორისო გალერეები იღებენ. გამოფენაზე  ათასობით ახალგაზრდა და საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი თანამედროვე ხელოვანის ნამუშევრებია წარმოდგენილი.

ვენის  ხელოვნების საერთაშორისო ბაზრობა საკუთარი მასშტაბით რეგიონში ყველაზი დიდია  და ის დამთვალიერებელს შესაძლებლობას აძლევს მსოფლიოს სხვადასხვა  ქვეყნის, მათ შორის ავსტრიის, ბელგიის, ჩინეთის, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, აშშ-სა და სხვა ქვეყნების წარმომადგენელი ხელოვანების ნამუშევრები დაათვალიეროს.

წელს  ამ ქვეყნების გვერდით  თეზი გაბუნიას არტპროექტი  დამთვალიერებელს თბილისისა და ბათუმის შემდეგ, უკვე ვენაში 25 სექტემბრამდე ელოდება.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მაშველები ნანგრევებში ეძებენ შვიდ მოქალაქეს, რომელთა შორის, სამი მცირეწლოვანია
  • 17:10
მაშველები ნანგრევებში ეძებენ შვიდ მოქალაქეს, რომელთა შორის, სამი მცირეწლოვანია
ღმერთო, დაგვიფარე ასეთი მეგობრებისგან - დონალდ ტუსკი ტრამპის მიერ პუტინის „მეგობრად“ მოხსენიებაზე
  • 16:59
ღმერთო, დაგვიფარე ასეთი მეგობრებისგან - დონალდ ტუსკი ტრამპის მიერ პუტინის „მეგობრად“ მოხსენიებაზე
ივანიშვილი, რომელმაც სამჯერ უკანონოდ ჩამსვა, რომ დაასანქცირონ, მიხარია კი არა, საერთოდ ჩაიტანოს დედამიწამ - ნიკა გვარამია
  • 16:57
ივანიშვილი, რომელმაც სამჯერ უკანონოდ ჩამსვა, რომ დაასანქცირონ, მიხარია კი არა, საერთოდ ჩაიტანოს დედამიწამ - ნიკა გვარამია
გაყიდვების რეკორდი საბურავებში - საავტომობილო პროდუქციის ფართო არჩევანი და ზამთრის შეთავაზებები „თეგეტა მოტორსში“
  • 12:43
გაყიდვების რეკორდი საბურავებში - საავტომობილო პროდუქციის ფართო არჩევანი და ზამთრის შეთავაზებები „თეგეტა მოტორსში“
„თეგეტა აკადემიის“ სავალი ნაწილის შეკეთების პროგრამა დასრულდა - კურსდამთავრებულების ნახევარზე მეტი „თეგეტაში“ დასაქმდება
  • 12:31
„თეგეტა აკადემიის“ სავალი ნაწილის შეკეთების პროგრამა დასრულდა - კურსდამთავრებულების ნახევარზე მეტი „თეგეტაში“ დასაქმდება
Tegeta App-ში მოგების დროა - ყოველი 50-ე ახალი მომხმარებელი საჩუქრად „გალფის“ ქულებს მიიღებს
  • 16:47
Tegeta App-ში მოგების დროა - ყოველი 50-ე ახალი მომხმარებელი საჩუქრად „გალფის“ ქულებს მიიღებს
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
  • 11:14
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge