png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

გიორგი კვირიკაშვილი ილჰამ ალიევს შეხვდა

  • პოლიტიკა
  • 19.10.2015
  • 12:28
გიორგი კვირიკაშვილი ილჰამ ალიევს შეხვდა

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკაში იმყოფება. 
ვიცე-პრემიერმა უკვე გამართა შეხვედრა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტთან ილჰამ ალიევთან და აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრთან არტურ რასიზადესთან. 
შეხვედრამ განსაკუთრებით თბილ და მეგობრულ გარემოში ჩაიარა. მხარეებმა კიდევ ერთხელ აღნიშნეს აზერბაიჯანისა და საქართველოს მეგობრული და სტრატეგიული პარტნიორობა და დაადასტურეს მზადყოფნა ხელი შეუწყონ ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას. აზერბაიჯანის პრეზიდენტთან და პრემიერ მინისტრთან შეხვედრაზე ხაზი გაესვა მინისტრების შეხვედრისას საუბარი შეეხო საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომი განვითარების პერსპექტივებს. კმაყოფილებით აღინიშნა ორი ქვეყნის თანამშრომლობის მაღალი დონე და ვიზიტების ურთიერთგაცვლის აქტიური დინამიკა, რომელიც დამატებით იმპულსს შეიძენს უახლოეს მომავალში პრეზიდენტ ალიევის საქართველოში ვიზიტით.
შეხვედრებზე ყურადღება გამახვილდა მხარეთა საერთო ძალისხმევაზე, განავითარონ პარტნიორობა ენერგეტიკული და სატრანსპორტო პროექტების განხორციელებისაკენ.

განსაკუთრებით  სამხრეთის ენერგეტიკული დერეფნის რეალიზაციის თვალსაზრისით, რითაც საქართველო და აზერბაიჯანი განსაკუთრებულ როლს ასრულებენ ევროპის ენერგოუსაფრთხოების განმტკიცებაში. ვიზიტის ფარგლებში გიორგი კვირიკაშვილმა  გვირგვინით შეამკო აზერბაიჯანის ეროვნული ლიდერის ჰეიდარ ალიევის საფლავი  და მარადიული ცეცხლის კომპლექსი. 

საქართველოს ვიცე-პრემიერი ასევე შეხვდება აზერბაიჯანის მილი მეჯლისის თავმჯდომარეს და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრს. 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge