png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

რაჭაში რთველი დასასრულს უახლოვდება

  • საზოგადოება
  • 19.10.2015
  • 11:14
რაჭაში რთველი დასასრულს უახლოვდება

სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია, მინისტრის მოადგილე ლევან დავითაშვილი და რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული- გუბერნატორი პაპუნა მარგველაძე ამბროლაურის მუნიციპალიტეტში რთველის მიმდინარეობის პროცესს გაეცნენ.

ოთარ დანელია ამბროლაურში, რთველოს საკოორდინაციო შტაბის წევრებს შეხვდა და რთველის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია მოისმინა. მინისტრი სოფელ ბუგეულში ყურძნის გადამამუშავებელ ქარხანაშიც (შპს ,,ალექსანროული“) იმყოფებოდა, სადაც ყურძნის ჩასაბარებლად მისულ მევენახეებს და საწარმოს მფლობელებს გაესაუბრა. ოთარ დანელია საწარმოში ყურძნის მიღებისა და გადამუშავების პროცესსაც დაესწრო.

,,რთველი შეფერხების გარეშე მიმდინარეობს. ფასები ძალიან სტაბილური დარჩა, კონდიციურ ყურძენზე 5 ლარის ფარგლებში. ეს მნიშვნელოვანია, რადგან მოსახლეობაში გაცილებით ნაკლებ ფასს - 2-3 ლარის ფარგლებში ვარაუდობდნენ. კარგია, რომ მოვლენები ასე განვითარდა. ვფიქრობთ, რაჭაში რთველი უკვე რამდენიმე დღეში დასრულდება და საკოოდინაციო შტაბიც დაიხურება“, - აღნიშნა ოთარ დანელია.

19 ოქტობრის მონაცემებით, რაჭაში უკვე 1200 ტონაზე მეტი ყურძენია (1190 ტონა ალექსანდროული და მუჯურეთული, 21 ტონა სხვა ჯიშები) გადამუშავებული. მევენახეების მიღებულმა შემოსავალმა 5 მლნ ლარს გადააჭარბა.

როგორც რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორმა, პაპუნა მარგველაძემ აღნიშნა, რომ რაჭაში რთველის პროცესი ორგანიზებულად მიმდინარეობს. ყველა მევენახეს აქვს შესაძლებლობა უპრობლემოდ ჩააბაროს ყურძენი. სავარაუდოდ ამ კვირის ბოლომდე რთველის პროცესი დასრულდება.

რთველის ორგანიზებულად ჩატარების მიზნით, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში გახსნილია სააკორდინაციო შტაბი. ჩაბარებული ყურძენი, სპეციალური კომპიუტერული პროგრამის მეშვეობით, ერთიან ელექტრონულ ბაზაში აღირიცხება. ჯიშობრივი სიზუსტის დაცვის მიზნით, პროცესში ამპელოგრაფები არიან ჩართულები;

რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში სახელმწიფო 1 კგ კონდიციურ მუჯურეთულსა და ალექსანდროულს - 5 ლარად, არაკონდიციურ ყურძენს, რომლის შაქრიანობაც 21 გრადუსზე ნაკლებია - 3 ლარად, ხოლო ძელშავსა და შერეულ ჯიშებს - 70 თეთრად შეისყიდის.

წელს რაჭაში 1300 ტონამდე ყურძნის მოსავალს ელოდებიან. სახელმწიფო რეგიონში სრულად ჩაიბარებს იმ ჭარბ ყურძენს, რომელსაც კერძო კომპანიები ვერ შეისყიდიან. რაჭველ მევენახეებს ჩაუბარებელი ყურძენი არ დარჩებათ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge