png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

საქართველოს პრეზიდენტი ისრაელის პრეზიდენტს შეხვდა

  • პოლიტიკა
  • 19.10.2015
  • 11:12
საქართველოს პრეზიდენტი ისრაელის პრეზიდენტს შეხვდა

ისრაელის სახელმწიფოში საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში, ისრაელის პრეზიდენტის სასახლეში საქართველოს პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა.

ღონისძიებას საქართველოს და ისრაელის პირველი ლედებიც დაესწრნენ.

ოფიციალური დახვედრის ცერემონიის  შემდეგ  ორი ქვეყნის ლიდერი, გიორგიმარგველაშვილი და რუვენ რივლინი, ერთმანეთს პირისპირ და შემდეგ გაფართოებულ ფორმატში შეხვდა.

საუბარი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავებას შეეხო.  მხარეებმა საქართველოსა და ისრაელის მრავალსაუკუნოვანი მეგობრობის მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება. 

შეხვედრისას სახელმწიფოებს შორის არსებულ ეკონომიკურ თანამშრომლობაზე ისაუბრეს.  აღინიშნა, რომ საქართველოს აქვს შესაძლებლობა, როგორც დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის კავშირების გაძლიერების გეოპოლიტიკური როლის მქონე ქვეყნას, ხელის შეუწყოს ამ თანამშრონმლობას და გააღრმავოს იგი.

პრეზიდენტების პირისპირ შეხვედრის  შემდეგ გაიმართა დელეგაციების გაფართოებული შეხვედრა, სადაც  სახელმწიფოთა შორის თანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადაყვანისათვის კონკრეტული გეგმები დაისახა.

სახელმწიფოს მეთაურის გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, საქართველო  განიხილავს ისრაელს, როგორც მნიშვნელოვან პარტნიორს და ასეთ არაპროგნოზირებად გარემოში, თანამშრომლობა და კოორდინაცია წარმატების გასაღებია.

შეხვედრისას საქართველოს პრეზიდენტმა  გიორგი მარგველაშვილმა დაგმო ტერორიზმის ყოველგვარი გამოხატულება.

დელეგაციების შეხვედრის პარალელურად,  ისრაელის პირველმა ლედიმ ნეჩამა რივლინიმ საქართველოს პირველ ლედის მაკა ჩიჩუას  ფინჯან ჩაიზე უმასპინძლა. 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge