png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

ლიტერატურული პრემია “საბას” დაჯილდოებაზე ჟიურიმ 12 გამარჯვებული ავტორი გამოავლენა

  • კულტურა
  • 19.09.2016
  • 12:21
ლიტერატურული პრემია “საბას” დაჯილდოებაზე ჟიურიმ 12 გამარჯვებული ავტორი გამოავლენა

ლიტერატურული პრემია „საბას"რიგით  მე-14 დაჯილდოების ცერემონიაზე, რომელიც ივანე მუხრანბატონის სასახლეში გუშინ შედგა, 12 გამარჯვებული ავტორი გამოვლინდა.

ჟიურის წლევანდელმა შემადგენლობამ -მწერლებმა და ლიტერატორებმა, ვანო ამირხანაშვილმა, ლელა დუმბაძემ, ირაკლი ჯავახაძემ, ანა ჭაბაშვილმა და ანდრო ბუაჩიძემ, გამარჯვებულები თავად გამოავლინეს და „საბას" პრიზი გადასცეს.

ყველაზე საპატიო ნომინაციაში, ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის დაჯილდოვდა პოეტი ტარიელ ჭანტურია.

ჯილდო „ქართული ლიტერატურის საუკეთესო უცხოენოვანი" თარგმანისათვის გადაეცა ამერიკელ მთარგმნელს ლინ კოფინს „ვეფხისტყაოსნის"ინგლისურენოვანი თარგმანისათვის. ეს არის პირველი თარგმანი, რომელშიც შენარჩუნებულია 16 მარცვლოვანი რითმა და უნიკალურია „ვეფხისტყაოსნის"ინგლისურენოვან თარგმანებს შორის.  

რომანის ნომინაცია ორად გაიყო და ეს პრიზი ზურა სამადაშვილსა და ბექა ქურხულს ხვდათ წილად.

გარდა ამისა, წელს პირველად, ერთ-ერთ ნომინაციაში, კერძოდ, დებიუტში გამარჯვებული სამი ავტორი გამოვლინდა. ორ მათგანს - ნანა ექვთიმიშვილსა და იუნონა გურულს ჯილდო საბას ჟიურისგან ერგო, ხოლო ერთ-ერთი გამარჯვებული, სალომე მაკარიძე მკითხველმა ელექტრონული ხმის მიცემის შედეგად გამოავლინა.

ასევე წელს პირველად გამოვლინდა გამარჯვებული ავტორი ახალ ნომინაციაში „საუკეთესო ელექტრონული წიგნი". ამ ნომინაციაში ის წიგნები იყო წარდგენილი, რომლებიც ბეჭდური სახით არ გამოქვეყნებულა და მხოლოდ ელექტრონულ ფორმატშია ხელმისაწვდომი.

სულ წლევანდელ ე.წ. 'შორთლისტში" 37 ფინალისტი იყო წარდგენილი.

დაჯილდოების ცერემონია სპეციალურად „საბასთვის" შექმნილმა მუსიკალურმა პროგრამამ დაასრულა. 

საუკეთესო რომანი

  • ზურაბ სამადაშვილი, "მოსალოდნელი მოულოდნელობანი" (გლოსა)
  • ბექა ქურხული, "სამოთხიდან გაქცეულები" (ინტელექტი)

საუკეთესო პროზაული კრებული

  • ზაალ სამადაშვილი, "იუნკერ ერისთავის ბუცები" (ინტელექტი)

საუკეთესო პოეტური კრებული

  • ბესიკ ხარანაული, "ყვავი ხის წვერზე ისაღამოებს"  (ინტელექტი)

საუკეთესო დებიუტი

  • იუნონა გურული, "დიაგნოზი" (საუნჯე)
  • ნანა ექვთიმიშვილი, "მსხლების მინდორი" (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა)
  • სალომე მაკარიძე, "ჩვენ" (სიესტა)

საუკეთესო ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა

  • ზაზა ფირალიშვილი, „ირაკლი ფარჯიანი და შეხვედრის მეტაფიზიკა" (არტანუჯი)

საუკეთესო ლიტერატურული კრიტიკა

  • თამაზ ვასაძე, „20 ქართული მოთხრობა" (ინტელექტი)

საუკეთესო თარგმანი

  • თამარ ჯაფარიძე, ჯონ ფაულზის „ფრანგი ლეიტენანტის საყვარელი" (დიოგენე)

საუკეთესო ელექტრონული წიგნი

  • ოთარ ჯირკვალიშვილი, „ლაზარე"(ელექტრონული წიგნების სახლი „საბა")

საუკეთესო უცხოენოვანი თარგმანი

  • ლინ კოფინი - ვეფხისტყაონის ინგლისურენოვანი თარგმანი

„საბა" ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის

  • ტარიელ ჭანტურია
გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge