png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

დედაქალაქის მერმა „თბილისზე მზრუნველი“ მოქალაქეები დააჯილდოვა

  • საზოგადოება
  • 19.10.2015
  • 09:51
დედაქალაქის მერმა „თბილისზე მზრუნველი“ მოქალაქეები დააჯილდოვა

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ „თბილისზე მზრუნველი“ ოთხი ადამიანი დააჯილდოვა. „თბილისზე მზრუნველი“-ს ჯილდო, წელს, მაშველ თორღვა თორღვაშვილს, მეეზოვე ილია ჩოხელს, 13 ივნისის სტიქიის დროს გამოჩენილი თავდადებისთვის, გიორგი ლომიძესა და მესაათე არტურ პეტროვს ერგო.

დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ „თბილისზე მზრუნველებს“ სიმბოლური საჩუქრები - სიგელები და სახელოსნო „ფოკანი“-ს მიერ დამზადებული მედალიონები გადასცა.

,,გვინდა, მადლობა გადავუხადოთ იმ ადამიანებს, ვინც უანგაროდ ემსახურება საკუთარ პროფესიას, ზრუნავს და საკუთარი წვლილი შეაქვს თბილისის განვითარებაში. თითოეული თქვენგანი დედაქალაქისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია. თითოეულ თქვენგანს, განსაკუთრებული წვლილი მიგიძღვით დედაქალაქის წინაშე! რომ არა თბილისისა და საკუთარი საქმის დიდი სიყვარული, პროფესიონალიზმი, თავდადება, ალბათ, ვერ შეძლებდით გეცხოვრათ ასე ღირსეულად და ყოველდღიურად გეზრუნათ თბილისზე“, - განაცხადა თბილისის მერმა.

უკვე მეორე წელია, დედაქალაქის მერიამ „თბილისზე მზრუნველი“-ს ჯილდო დააწესა. „თბილისობა 2014“-სგან განსხვავებით, წელს, მოქალაქეებს შესაძლებლობა ჰქონდათ „თბილისზე მზრუნველი“, ხმის მიცემის საფუძველზე, თავადაც აერჩიათ. „თბილისზე მზრუნველი“ მოქალაქეების შესახებ გადაღებული მოკლემეტრაჟიანი, დოკუმენტური ფილმები სატელევიზიო ეთერებისა და სოციალური ქსელების მეშვეობით ვრცელდებოდა.

მოქალაქეების რჩეული - წლის ,,თბილისზე მზრუნველი’’ - თორღვა თორღვაშვილი გახდა.

„თბილისზე მზრუნველი“-ს ჯილდო, ყოველწლიურად, იმ მოქალაქეებს გადაეცემა, ვინც უანგაროდ ემსახურება საკუთარ პროფესიას, ზრუნავს და საკუთარი წვლილი შეაქვს დედაქალაქის განვითარებაში.

ღონისძიება, "თბილისობა 2015"-ის ფარგლებში, რიყის პარკში გაიმართა.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge