png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

გიორგი ალიბეგაშვილმა პარლამენტის თავმჯდომარესთან, დედაქალაქის მერთან და საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩთან ერთად და-ძმა უორდროპების ძეგლი გახსნა

  • საზოგადოება
  • 18.10.2015
  • 14:33
გიორგი ალიბეგაშვილმა პარლამენტის თავმჯდომარესთან, დედაქალაქის მერთან და საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩთან ერთად და-ძმა უორდროპების ძეგლი გახსნა

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილთან, დედაქალაქის მერ დავით ნარმანიასთან და საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩთან ალექსანდრა მერი ჰოლ ჰოლთან ერთად ინგლისელი დიპლომატის, მთარგმნელისა და მოგზაურის, ოლივერ უორდროპის სახელობის სკვერში და-ძმა მარჯორი და ოლივერ უორდროპების ძეგლი გახსნა.

ღონისძიებას დედაქალაქის საკრებულოს დეპუტატები, ასევე პარლამენტისა და მერიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ალექსანდრა მერი ჰოლ ჰოლიმ დედაქალაქის საკრებულოსა და მერიას დანაპირების ასრულებისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ დღევანდელი დღე კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საქართველოსა და დიდი ბრიტანეთის მჭიდრო ურთიერთობას.

საკრებულოს თავმჯდომარემ სიტყვით გამოსვლისას შეკრებილ საზოგადოებას თბილისობის დღესასწაული მიულოცა და ოლივერ და მარჯორი უორდროპებთან ერთად ილია ჭავჭავაძეც გაიხსენა, რომელსაც ინგლისელი და-ძმის საქართველოსთან დაახლოებაში დიდი წვლილი მიუძღვის.  

გიორგი ალიბეგაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ საკრებულომ და მერიამ შეასრულეს შარშანდელი დანაპირები და ერთი წლის თავზე სკვერში ოლივერ და მარჯორი უორდროპების ძეგლი გახსნეს.

,, ძეგლი კონკურსის სახით შეირჩა და უდაოა, რომ გაიმარჯვა ღირსეულმა და ყველაზე შესაფერისმა პროექტმა. ამისათვის კი ავტორთან, ჯუმბერ ჯიქიასთან ერთად, დიდ მადლობას მოვახსენებ საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარეს თამარ ტალიაშვილს, სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარეს ლია ჯახველაძეს და მერიის კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსს ია მაქაცარიას, რადგან მათ ძალიან დიდი წვლილი მიუძღვით მიზნის მიღწევაში “,- განაცხადა გიორგი ალიბეგაშვილმა.  

ინგლისელი დიპლომატი, მოგზაური და მთარგმნელი ოლივერ უორდროპი საქართველოში პირველად 1887 წელს ჩამოვიდა. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, მან დაწერა წიგნი „საქართველოს სამეფო“. ოლივერ უორდროპმა შეისწავლა ქართული ენა და 1919 წელს ის დამოუკიდებელი საქართველოს პირველი უცხოელი ელჩი გახდა. ოლივერ უორდროპი სისტემატურად გზავნიდა პატაკებს საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარების მოთხოვნით და სწორედ მან ახარა საქართველოს მთავრობას საერთაშორისო აღიარების შესახებ. საქართველოს მისი და, მარჯორი უორდროპიც სტუმრობდა, რომელმაც შემდეგ ინგლისურ ენაზე თარგმნა შოთა რუსთაველის "ვეფხისტყაოსანი“, ილია ჭავჭავაძის "განდეგილი" და "ქართული ხალხური ზღაპრები". უორდროპებმა თავისი მოღვაწეობა საქართველოს ისტორიისა და კულტურული მემკვიდრეობის შესწავლას მიუძღვნეს. მათი ძალისხმევით შეიქმნა ევროპაში ყველაზე მდიდარი ქართველოლოგიური ბიბლიოთეკა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge