png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

  • სამართალი
  • 08.09.2016
  • 19:15
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო სახალხო დამცველის მიერ N6 დაწესებულებაში მოთავსებულ მსჯავრდებულ გ.ბ.-სთან დაკავშირებით დღეს გავრცელებულ განცხადებას ეხმაურება და აცხადებს: სამწუხაროა, რომ სახალხო დამცველმა საფუძვლიანად არ შეისწავლა კონკრეტული საკითხი და მთავარ პროკურატურას გამოძიების დაწყების შესახებ მხოლოდ ზედაპირული ინფორმაციის საფუძველზე მიმართა. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციურ დეპარტამენტის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, მსჯავრდებულ გ.ბ-ს მხრიდან შესაძლო პროვოკაციის გამოწვევასთან დაკაშირებით ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, მასზე სისტემატურად ხორციელდებოდა ვიდეომეთვალყურეობა.

შესაბამისად, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გააჩნია არამხოლოდ სახალხო დამცველის განცხადებაში მითითებული თარიღის, არამედ მიმდინარე წლის 1-დან 8 სექტემბრამდე პერიოდის ამსახველი სრული ვიდეოჩანაწერი, რომლის ნახვა სამინისტროსთვის მიმართვის შემთხვევაში, სახალხო დამცველსაც შეეძლო. რაც შეეხება ომბუდსმენის განცხადების იმ ნაწილს, სადაც მსჯავრდებულის სხეულზე დაზიანებების არსებობაზეა საუბარი, ჩანაწერში დაფიქსირებულია ისიც, თუ როგორ იყენებს გ.ბ. თვითდაზიანებებს საკანში სახალხო დამცველთან შეხვედრამდე.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო მიესალმება საქართველოს პროკურატურის მიერ გამოძიების დაწყებას, რომელიც ხელს შეუწყობს ჭეშმარიტების დადგენას აღნიშნულ საკითხთან დაკაშირებით. უწყება მზადაა ითანამშრომლოს გამოძიებასთან და მიაწოდოს მის ხელთ არსებული ყველა მასალა და ჩანაწერი. ამასთან, სამინისტრო მიმართავს სახალხო დამცველს ნებისმიერი მსგავს შემთხვევასთან დაკავშირებით ითანამშრომლოს სასჯელაღსრულების სამინისტროსთან, რომელიც უპირველეს ყოვლისა, თავადაა დაინტერსებული პენიტენციურ სისტემაში არ ფიქსირდებოდეს თანამშრომელთა მხირდან გადაცდომის, მით უმეტეს, არასათანადო მოყრობის არც ერთი ფაქტი.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
  • 10:50
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
  • 10:43
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
სუს-ი: დაკავებულია პირი, რომელიც ბირთვული მასალა „ურან-238“-ის გაყიდვას 700 000 დოლარად გეგმავდა
  • 10:41
სუს-ი: დაკავებულია პირი, რომელიც ბირთვული მასალა „ურან-238“-ის გაყიდვას 700 000 დოლარად გეგმავდა
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge