png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

ფატუ ბენსუდა: ჩემი აზრით, ეს კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულია

  • კომენტარები
  • 16.10.2015
  • 18:38
ფატუ ბენსუდა: ჩემი აზრით, ეს კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულია

2008 წლის კონფლიქტის შედეგად, ოკუპირებულ ტერიტორიაზე ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის რაოდენობა დაახლოებით, 15 000-ით შემცირდა, რაც სამხრეთ ოსეთში მანამდე არსებული მოსახლეობის 75%-ს წარმოადგენს. ეს, ჩემი აზრით, კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულია, - ამის შესახებ ჰააგის სასამართლოს პროკურორმა ფატუ ბენსუდამ სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

 პროკურორის განცხადებით, მისმა სამსახურმა მხარეთა შორის ჩადენილი სავარაუდო დანაშაულების შესახებ ინფორმაცია მოიძია, რომელშიც სამხრეთ ოსეთის, რუსეთისა და საქართველოს შეიარაღებული ძალები მონაწილეობდნენ.

„გვაქვს უფლებამოსილება, საქართველოს ტერიტორიაზე ნებისმიერი პიროვნების მიერ ჩადენილი სავარაუდო დანაშაულები გამოვიძიოთ. ასევე, გვაქვს უფლება, გამოვიძიოთ და სისხლისსამართლებრივი დევნა ვაწარმოოთ ისეთ დანაშაულებზე, როგორიცაა მკვლელობები, იძულებით გაუჩინარება და ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის დევნა, მათი ქონების განადგურება და ძარცვა ჩადენილი სამხრეთ ოსეთის ძალების მიერ, რომელშიც შესაძლოა, მონაწილეობას რუსეთის ძალები იღებდნენ“, - განმარტა ჰააგის სასამართლოს პროკურორმა.

მისივე ვარაუდით, რუსეთ-საქართველოს 2008 წლის კონფლიქტის შედეგად, ოკუპირებულ ტერიტორიაზე ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის რაოდენობა დაახლოებით, 15 000-ით შემცირდა, რაც სამხრეთ ოსეთში მანამდე არსებული მოსახლეობის 75%-ს წარმოადგენს.

„ეს, ჩემი აზრით, კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულს წარმოადგენს, რაც ცხადია, ძალიან მძიმე დანაშაულია. გარდა ამისა, ჩვენ ომის შესაძლო დანაშაულებად მიგვაჩნია სამხრეთ ოსეთის ძალების მიერ საქართველოს სამშვიდობო ძალებზე შეტევის მიტანა და საქართველოს სამშვიდობოების წინააღდეგ რუსეთის ძალების მიერ შეტევის განხორციელება“, - აღნიშნა ბენსუდამ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
3 ოქტომბრამდე საქართველოში კვლავ ნალექია მოსალოდნელი
  • 16:29
3 ოქტომბრამდე საქართველოში კვლავ ნალექია მოსალოდნელი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge