png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

ფატუ ბენსუდა: ჰააგის სასამართლო მხოლოდ იმ შემთხვევაში ერთვება, როდესაც ეროვნულ ხელისუფლებას არ აქვს უნარი

  • კომენტარები
  • 16.10.2015
  • 18:36
ფატუ ბენსუდა: ჰააგის სასამართლო მხოლოდ იმ შემთხვევაში ერთვება, როდესაც ეროვნულ ხელისუფლებას არ აქვს უნარი

ომის დროს ჩადენილ შესაძლო დანაშაულების გამოძიების საქმეში ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო მხოლოდ იმ შემთხვევაში ერთვება, როდესაც ეროვნულ ხელისუფლებას არ აქვს სურვილი ან უნარი, რომ განხორციელებული ქმედებები ჭეშმარიტად გამოიძიოს, - ამის შესახებ ჰააგის სასამართლოს პროკურორმა ფატუ ბენსუდამ სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, 2008 წლის შეიარაღებული კონფლიქტის შემდეგ საქართველოში არსებულ სიტუაციაზე წინასწარი მოკვლევა განხორციელდა, რომლის მიზანია, კონფლიქტის დროს ჩადენილ სავარაუდო დანაშაულებზე გამოძიება დაიწყოს.

„ბოლო შვიდი წლის განმავლობაში, ჩემმა სამსახურმა შეკრიბა და გულდასმით გააანალიზა სხვადასხვა სანდო წყაროსგან მიღებული ინფორმაცია, მათ შორის, საქართველოსა და რუსეთის შესაბამისი ორგანოებიდან. ამ დამოუკიდებელი და სრულყოფილი ანალიზის საფუძველზე, სამართლებრივი კრიტერიუმების გათვალისწინებით, მივედი დასკვნამდე, რომ ომის დროს ჩადენილ შესაძლო დანაშაულებზე გამოძიება საჭიროა“, - განაცხადა ფატუ ბენსუდამ.
მისივე თქმით, სავარაუდო დანაშაულები, რომელიც ეთნიკური ქართველების იძულებით გადასახლებასთან და ქართველი სამშვიდობოების წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებთანაა დაკავშირებული, დასაშვებია.
„ეს იმას ნიშნავს, რომ სისხლის სამართლის სასამართლოს შეიძლება ჰქონდეს უფლებამოსილება, რომ ორივე ტიპის დანაშაულები განიხილოს, რადგანაც საქართველოში ამ საქმეებზე ეროვნული შიდა სამართალწარმოება შეჩერებულია. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო ბოლო საშუალებაა, რაც ნიშნავს იმას, რომ ის საქმეში ერთვება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა ეროვნულ ხელისუფლებას არ აქვს სურვილი ან უნარი, რომ შესაძლო დანაშაულები ჭეშმარიტად გამოიძიოს ან ამ ქმედებაზე დევნა აწარმოოს“, - განაცხადა ფატუ ბენსუდამ.
მისივე თქმით, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლეებს გამოძიების დაწყების ნებართვასთან დაკავშირებით შუამდგომლობით უკვე მიმართა.
ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორი ფატუ ბენსუდა იუსტიციის მინისტრს, მთავარ პროკურორსა და პროკურორებს შეხვდა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
3 ოქტომბრამდე საქართველოში კვლავ ნალექია მოსალოდნელი
  • 16:29
3 ოქტომბრამდე საქართველოში კვლავ ნალექია მოსალოდნელი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge