png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

გიგა ბოკერია: ისჯებიან ისინი, ვინც ივანიშვილს უპირისპირდებიან

  • კომენტარები
  • 16.10.2015
  • 17:47
გიგა ბოკერია: ისჯებიან ისინი, ვინც ივანიშვილს უპირისპირდებიან

ისჯებიან ისინი, ვინც ივანიშვილს უპირისპირდებიან, - განაცხადა ნაციონალური მოძრაობის საერთაშორისო მდივანმა გიგა ბოკერიამ ტაბულას დირექტორის თამარ ჩერგოლეიშვილის, არხის გენერალური პროდუსერის ლექსო მაჭავარიანისა და სტუდენტ სალომე ხვადაგიანის დაკავებაზე.

მისი თქმით, ამ შემთხვევაშიც, ისე როგორც ყველა წარსულ შემთხვევებშიც, ჩვენ გვაქვს ძალიან მკაფიო სურათი, რომ ივანიშვილის რეჟიმი ცდილობს, დაამკვიდროს სტანდარტი, რომ ხელისუფლების ოპონენტთა სიტყვის თავისუფლება, მათ შორის, პლაკატების გაკვრა სამშენებლო ღობეებზე ან თუნდაც ბოძებზე, იყოს დასჯადი.

”მაშინ როდესაც, ჩვენ ვხედავთ, რომ ხელისუფლების მიერ დასპონსორებული ან შექმნილი ჯგუფების ძალიან აგრესიული პლაკატები მთელ ქალაქში იყო მოფენილი, ახლაც რომ გაიაროთ, ნახავთ არაერთ პლაკატს ივანიშვილის მხარდამჭერი ჯგუფების გაკრულს ან ნეიტრალური შინაარსის, რომლისთვისაც არანაირ ზომებს საპატრულო პოლიცია არ იღებს. ეს არ არის პირველი შემთხვევა და სამწუხაროდ, ეს არის გაღრმავება ამ ტენდენციის. ეს არის პირდაპირ დემონსტრირება იმის, რომ შინაარსის მიხედვით ხდება მოქმედებები მთავრობის დავალებით პოლიციის მხრიდან. ანუ ქმედება კი არ არის დასჯადი, რომელიც უნდა იყოს ნეიტრალური ყველა მოქალაქის მიმართ შინაარსით, არამედ ისჯებიან ისინი, ვინც ივანიშვილს უპირისპირდებიან. ეს არის კურსი, რომელიც აიღო ივანიშვილმა იმისთვის, რომ ძალაუფლება შეინარჩუნოს. რადგან ხალხის მხარდაჭერით ძალაუფლების შენარჩუნების სხვა გზა არ გააჩნია. მაგრამ ამ გზითაც ის ვერ შეძლებს, საზოგადოება მას არ მიიღებს, ეს ყველაფერი დამთავრდება მისი ჩამოცილებით ხელისუფლებიდან”, - განაცხადა ბოკერიამ.

ცნობისთვის, ტაბულას” დირექტორი თამარ ჩერგოლეიშვილი, გენერალური პროდუსერი ლექსო მაჭავარიანი და სტუდენტი სალომე ხვადაგიანი ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე მუხლით დააკავეს, რაც თვითმმართველი ერთეულის დამახინჯებას გულისხმობს. 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
3 ოქტომბრამდე საქართველოში კვლავ ნალექია მოსალოდნელი
  • 16:29
3 ოქტომბრამდე საქართველოში კვლავ ნალექია მოსალოდნელი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge