png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

სასამართლომ ბრალდებულ დ.მასპინძელაშვილს 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

  • სამართალი
  • 30.08.2016
  • 15:50
სასამართლომ ბრალდებულ დ.მასპინძელაშვილს 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

თელავის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და წარსულში ქურდობისთვის რამდენჯერმე ნასამართლევი დიმიტრი მასპინძელაშვილი დამნაშავედ სცნო განზრახ მკვლელობის ჩადენაში სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით.

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ  2015 წლის 3 დეკემბერს, შუადღის საათებში, დიმიტრი მასპინძელაშვილი, მეუღლესთან ი.მ-სთან და გერთან - 6 წლის გ.მ-სთან ერთად,  ქ. თელავში მივიდა თავის ნაცნობთან ელენე თუშიშვილთან და 50 ლარი სთხოვა.  ელენე თუშიშვილმა იმ მიზეზით, რომ აღნიშნული თანხა არ გააჩნდა, ფულის სესხებაზე დიმიტრი მასპინძელაშვილს უარი განუცხადა, რის გამოც უარის მიღებით განაწყენებულმა დიმიტრი მასპინძელაშვილმა  შურისძიების მიზნით  ელენე თუშიშვილის  მოკვლა განიზრახა.

2015 წლის 3 დეკემბერს, დაახლოებით 22:00 საათზე დიმიტრი მასპინძელაშვილი კვლავ მივიდა ელენე თუშიშვილის სახლში, მისი საძინებელი ოთახიდან აიღო ნაჯახი და განზრახ მოკვლის მიზნით ელენე თუშიშვილს თავის არეში ჩაარტყა, დანაშაულის ჩადენის იარაღი წაიღო და შემთხვევის ადგილი დატოვა. ელენე თუშიშვილი მიღებული სიცოცხლისათვის სახიფათო, მძიმე ხარისხის დაზიანების შედეგად შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

ჩადენილი დანაშაულის შენიღბვის მიზნით,  დიმიტრი მასპინძელაშვილი მეუღლესთან და გერთან ერთად შემთხვევის ადგილას დაბრუნდა,  ელენე თუშიშვილის ტელეფონიდან დარეკა 112-ში და განაცხადა, რომ ელენე თუშიშვილის გვამი მისივე საცხოვრებელ სახლში ნახა  და დახმარება  ითხოვა.

სამართალდამცველებმა დიმიტრი მასპინძელაშვილი 2015 წლის 4 დეკემბერს ქ.თელავში დააკავეს.  პროკურატურამ მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარუდგინა.

თელავის რაიონულმა სასამართლომ დიმიტრი მასპინძელაშვილი სრულად სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად განუსაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 11 წლის ვადით.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
  • 10:50
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
  • 10:43
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
სუს-ი: დაკავებულია პირი, რომელიც ბირთვული მასალა „ურან-238“-ის გაყიდვას 700 000 დოლარად გეგმავდა
  • 10:41
სუს-ი: დაკავებულია პირი, რომელიც ბირთვული მასალა „ურან-238“-ის გაყიდვას 700 000 დოლარად გეგმავდა
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge