png.ge
png.ge
png.ge
16+
20 ნოემბერი, 2026, პარასკევი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
20 ნოემბერი, 2026, პარასკევი
png.ge

საჯარო რეესტრი შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით ახალ პროექტს იწყებს

  • ეკონომიკა
  • 16.10.2015
  • 12:46
საჯარო რეესტრი  შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით ახალ პროექტს იწყებს

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე პაპუნა უგრეხელიძე  შვედეთის კარტოგრაფიის, კადასტრისა და მიწის რეგისტრაციის ორგანოს (Lantmateriet) სათაო ოფისში სამუშაო ვიზიტით იმყოფება. ვიზიტის მიზანი იმ საქმიანობების განხილვაა, რომლებიც Lantmateriet-ისა და საჯარო რეესტრის ერთობლივი პროექტის „მიწის საინფორმაციო სისტემის სანდოობა საქართველოში“ პირველ ეტაპზე უნდა განხორციელდეს. ვიზიტის ფარგლებში გაიმართა  სამეთვალყურეო კომიტეტის პირველი შეხვედრაც, რომელზეც პროექტის გეგმა დამტკიცდა.

ამას გარდა, ვიზიტის პროგრამა მოიცავს გამოცდილების გაზიარებას ისეთ სფეროებში, როგორიცაა ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურა, მონაცემთა გაზიარება, დამისამართების მოდელები, მათი გამოყენება საჯარო სერვისებში,  მიწისა და სხვა უძრავი ქონების ადმინისტრირების სფეროში. 

"საჯარო რეესტრსა და Lantmateriet ათწლიანი თანამშრომლობა აკავშირებთ. ამ ხნის განმავლობაში შვედურმა მხარემ მნიშვნელოვან წვლილი შეიტანა ქართული სარეგისტრაციო სისტემის ჩამოყალიბების პროცესში. ამჟამად ჩვენ უკვე  განვითარების ახალ ეტაპზე ვართ. მიმდინარეობს საჯარო რეესტრის ძირითადი მიმართულებების ცენტრალიზაცია და სარეგისტრაციო სამსახურების რეგიონულ დონეზე გამსხვილება, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნის მასშტაბით ერთიანი სარეგისტრაციო პოლიტიკის შემუშავებასა და დანერგვას. შვედეთს ამ მიმართულებით კარგი გამოცდილება აქვს, რომლის გაზიარებაც მნიშვნელოვნად დაგვეხმარება პროცესის სწორად დაგეგმვაში. ვიზიტის ფარგლებში ახალი თანამშრომლობის ფორმატიც შემუშავდება, რომელიც იმ ძირითად პრინციპებზე იქნება აგებული, რა გამოწვევებიც დღეს საჯარო რეესტრს აქვს“- აცხადებს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე პაპუნა უგრეხელიძე.

შვედეთის კარტოგრაფიის, კადასტრისა და მიწის რეგისტრაციის ორგანოსა და საჯარო რეესტრის ერთობლივი პროექტი „მიწის საინფორმაციო სისტემის სანდოობა საქართველოში“ შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს SIDA-ს დაფინანსებით ხორციელდება. მისი მიზანი საჯარო რეესტრისა  და ზოგადად ქვეყნის უძრავი ქონების სექტორის განვითარების ხელშეწყობაა. პროექტის ფარგლებში სამუშაოები  სხვადასხვა მიმართულებით განხორციელდება, მათ შორის,  მიწისა და უძრავი ქონების მართვა,  სივრცითი ინფორმაციის ინფრასტრუქტურის შექმნა და განვითარება, გეოდეზია, კარტოგრაფია, მონაცემთა ხარისხის გაუმჯობესება, სტატისტიკა და უძრავი ქონების მასობრივი შეფასება, საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარება, სოფლად სამისამართო სისტემის  განხორციელება და ელექტრონული სააღრიცხვო ბარათების შექმნა. პროექტის ბიუჯეტი 12 000 000 ლარია და მისი დასრულება  2018 წლის ბოლოს იგეგმება.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მაშველები ნანგრევებში ეძებენ შვიდ მოქალაქეს, რომელთა შორის, სამი მცირეწლოვანია
  • 17:10
მაშველები ნანგრევებში ეძებენ შვიდ მოქალაქეს, რომელთა შორის, სამი მცირეწლოვანია
ღმერთო, დაგვიფარე ასეთი მეგობრებისგან - დონალდ ტუსკი ტრამპის მიერ პუტინის „მეგობრად“ მოხსენიებაზე
  • 16:59
ღმერთო, დაგვიფარე ასეთი მეგობრებისგან - დონალდ ტუსკი ტრამპის მიერ პუტინის „მეგობრად“ მოხსენიებაზე
ივანიშვილი, რომელმაც სამჯერ უკანონოდ ჩამსვა, რომ დაასანქცირონ, მიხარია კი არა, საერთოდ ჩაიტანოს დედამიწამ - ნიკა გვარამია
  • 16:57
ივანიშვილი, რომელმაც სამჯერ უკანონოდ ჩამსვა, რომ დაასანქცირონ, მიხარია კი არა, საერთოდ ჩაიტანოს დედამიწამ - ნიკა გვარამია
გაყიდვების რეკორდი საბურავებში - საავტომობილო პროდუქციის ფართო არჩევანი და ზამთრის შეთავაზებები „თეგეტა მოტორსში“
  • 12:43
გაყიდვების რეკორდი საბურავებში - საავტომობილო პროდუქციის ფართო არჩევანი და ზამთრის შეთავაზებები „თეგეტა მოტორსში“
„თეგეტა აკადემიის“ სავალი ნაწილის შეკეთების პროგრამა დასრულდა - კურსდამთავრებულების ნახევარზე მეტი „თეგეტაში“ დასაქმდება
  • 12:31
„თეგეტა აკადემიის“ სავალი ნაწილის შეკეთების პროგრამა დასრულდა - კურსდამთავრებულების ნახევარზე მეტი „თეგეტაში“ დასაქმდება
Tegeta App-ში მოგების დროა - ყოველი 50-ე ახალი მომხმარებელი საჩუქრად „გალფის“ ქულებს მიიღებს
  • 16:47
Tegeta App-ში მოგების დროა - ყოველი 50-ე ახალი მომხმარებელი საჩუქრად „გალფის“ ქულებს მიიღებს
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
  • 11:14
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge