png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

„თუ ომის დროს მოსახლეობისთვის ჯარისკაცია დიდი იმედი, ჯარისკაცისთვის კი იმედი ხართ თქვენ!“ - ლევან იზორია

  • თავდაცვა
  • 11.08.2016
  • 17:10
„თუ ომის დროს მოსახლეობისთვის ჯარისკაცია დიდი იმედი, ჯარისკაცისთვის კი იმედი ხართ თქვენ!“ - ლევან იზორია

„დიდი მადლობა იმისთვის, რომ ასე ემსახურებით ქვეყანას. ვიცი, რომ აგვისტოს ომის დღეებში თქვენ თავდადებით, სიცოცხლის რისკის ფასად მუშაობდით. ამისთვის არა მხოლოდ მე, როგორც მინისტრი და რიგითი ჯარისკაცი, არამედ როგორც მოქალაქე, დიდ მადლობას გიხდით. ამ საქციელით თქვენ ხართ მაგალითი თითოეული ჩვენთაგანისთვის. მე ერთს ვიტყოდი დამატებით, თუ მოსახლეობისთვის ომის დროს ჯარისკაცია დიდი იმედი, ჯარისკაცისთვის კი იმედი ხართ თქვენ! თქვენ უფრო დიდი იმედი ხართ ყველასთვის - ჯარისკაცისთვის, მოსახლეობისთვის და მთლიანად საქართველოსთვის!“ - ამ სიტყვებით მიულოცა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა გორში, გიორგი აბრამიშვილის სახელობის სამხედრო ჰოსპიტალის ეზოში შეკრებილ პირად შემადგენლობას სამხედრო მედიცინის დღე.

ლევან იზორიამ სამხედრო ექიმებს თავდადებული მუშაობისა და პროფესიონალიზმისთვის მადლობა გადაუხადა და გვერდში დგომა და მხარდაჭერა აღუთქვა: „მადლობა თავდადებული ღვაწლისთვის, პროფესიონალიზმისთვის. ჩვენ ყველანაირად გვერდში დაგიდგებით. გავაგრძელოთ ასეთი საქმიანობა. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა თქვენი ასეთი თავგანწირული მუშაობისთვის. თუ რაიმე პრობლემებია, სურვილები თუ წინადადებები - მზად ვარ მოვისმინო და ყველანაირად გვერდში დაგიდგეთ. თქვენზე ბევრი დადებითი მსმენია. კვლავ გააგრძელეთ ასე მუშაობა - კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველას!“

სამხედრო ექიმებს პროფესიული დღესასწაული გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ და სამედიცინო დეპარტამენტის უფროსმა, პოლკოვნიკმა მედეა ბეთაშვილმაც მიულოცეს.

სამხედრო ჰოსპიტალის დირექტორმა გიორგი მაისურაძემ თავდაცვის მინისტრს სამხედრო სამედიცინო დაწესებულების ინფრასტრუქტურა და შესაძლებლობები გააცნო და სამომავლო გეგმებზეც გაესაუბრა. საუბარი შეეხო სამხედრო ჰოსპიტალის გახსნას დასავლეთ საქართველოშიც. თავდაცვის მინისტრმა მედიკოსებს შესთავაზა, რომ აღნიშნული პროექტი შეიარაღებული ძალების განვითარების მომავალ ოთხწლიან სტრატეგიაზე მომუშავე სამუშაო ჯგუფს მიაწოდონ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge