png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

დიმიტრი ქუმსიშვილი: „პირველ რიგში, ინფრასტრუქტურის მიმართულებით ველოდებით დიდ ინვესტიციებს“

  • ეკონომიკა
  • 15.10.2015
  • 13:18
დიმიტრი ქუმსიშვილი: „პირველ რიგში, ინფრასტრუქტურის მიმართულებით ველოდებით დიდ ინვესტიციებს“

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის განმარტებით, საქართველოსთვის აბრეშუმის გზის ფორუმის მასპინძლობა უმნიშვნელოვანსი ფაქტია. დიმიტრი ქუმსიშვილის თქმით, სამომავლოდ კორიდორში არსებულ ქვეყნებს შორის ურთიერთობები კიდევ უფრო უნდა გაღრმავდეს

“დღეს ჩვენ ვმასპინძლობთ თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმს, რომელიც ტარდება საქართველოს პრემიერ-მინისტრის პატრონაჟით. მისასალმებელ სიტყვაში დელეგაციების ხელმძღვანელებმა ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილები გააჟღერეს. მათ შორის ის, რომ უნდა გაღრმავდეს ურთიერთობები კორიდორში არსებულ ქვეყნებს შორის. ასევე ის პოტენციალი, რომელიც გააჩნია აბრეშუმის გზას არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნების განვითარებისათვის, ახალი სამუშაო ადგილების შექმნისა და ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობის გაზრდისთვის.

ვიმედოვნებ, რომ საბოლოო ჯამში, დეკლარაცია, რომელიც ფორუმზე იქნება მიღებული, სამთავრობო თუ კერძო სექტორის შეხვედრები, რომლებიც იქნება განხორციელებული აღნიშნულ ფორუმზე, იმოქმედებს ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობის გაზრდაზე.

პირველ რიგში, ინფრასტრუქტურის მიმართულებით ველოდებით დიდ ინვესტიციებს. ჩვენ ვართ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის გამარჯვებულის გამოვლინების ბოლო ეტაპზე . ეს არის ის შემადგენელი ნაწილი აბრეშუმის გზისა, რომელმაც ჩვენს ქვეყანას კიდევ უფრო დამატებითი და მნიშვნელოვანი როლი უნდა შესძინოს აბრეშუმის გზის განვითარებაში.

ინვესტიციების ჩადება აბრეშუმის გზის განვითარებაში ყოველდღიურად ხდება. მხოლოდ ჩინეთის მხარეს აქვს შექმნილი რამდენიმე მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი ამ ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსების, მათ შორის, ესაა აბრეშუმის გზის ფონდი, აზიის ინფრასტრუქტურის ბანკი და სხვა მნიშვნელოვანი საფინანსო ინსტიტუტები, რომლებიც სრულიად არიან მიმართულები იმისთვის, რომ მოხდეს აღნიშნული ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსება.

მინდა, მადლობა გადავუხადო ჩინეთის მთავრობას ფორუმის თანაორგანიზებისათვის და აზიის განვითარების ბანკს, რომელიც იყო ძირითადი სპონსორი და პარტნიორი”, აღნიშნა მინისტრმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge