png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

დღეს ქართველი სამხედრო ინჟინერ-მესანგრეების პროფესიული დღეა

  • თავდაცვა
  • 22.07.2016
  • 14:43
 დღეს ქართველი სამხედრო ინჟინერ-მესანგრეების პროფესიული დღეა

დღეს ქართველი სამხედრო ინჟინერ-მესანგრეების პროფესიული დღეა. საზეიმო ცერემონია საინჟინრო ბრიგადის ტერიტორიაზე გაიმართა. 24 წლის იუბილე საინჟინრო ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეებს საქართველოს გენერალური შტაბის უფროსის მოადგილემ, პოლკოვნიკმა ნიკოლოზ აგლაძემ პირადად მიულოცა. ღონისძიებას ასევე დაესწრნენ საქართველოში აკრედიტებული უცხო ქვეყნის სამხედრო ატაშეები და საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის წარმომადგენლები.

„მინდა მივულოცო ეს დღე როგორც მოქმედ, ასევე ვეტერან ინჟინრებს. დღევანდელი დღის აღნიშვნისას, რა თქმა უნდა, მათი წარმატებების შესახებაც ვისაუბრეთ. ბრიგადაში არსებულ მემორიალზე საკმაო რაოდენობის გვარები წერია იმისთვის, რომ დავაფასოთ და კარგად გავათვითცნობიეროთ თუ რამდენად საფრთხის შემცველია მათი პროფესია. სხვა სამხედრო პროფესიებისგან განსხვავებით, ინჟინრის საქმიანობა არის ყოველდღიურად ოპერაციაზე წასვლა. მინდა ვუსურვო მათ ყოველი ოპერაციის შემდეგ დავალების წარმატებით დასრულება და შინ მშვიდობით დაბრუნება. კიდევ ერთხელ ვულოცავ ყველა ინჟინერს იუბილეს და თითოეულ მათგანს წარმატებას ვუსურვებ“, - განაცხადა პოლკოვნიკმა ნიკოლოზ აგლაძემ.

ინჟინერ-მესანგრეების პროფესიული დღისადმი მიძღვნილი ცერემონიალის დაწყებამდე გენერალური შტაბის უფროსის მოადგილემ, პოლკოვნიკმა ნიკოლოზ აგლაძემ და საინჟინრო ბრიგადის მეთაურმა, პოლკოვნიკმა გოჩა შავგულიძემ ბრიგადის ტერიტორიაზე არსებული გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს. სამხედრო დანაყოფის კაპელანმა კი გარდაცვლილ მებრძოლთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა. მოწვეულმა სტუმრებმა საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლასა და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს. შესრულდა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნიც.
საინჟინრო გვარეობის დღესთან დაკავშირებით სამსახურეობრივი მოვალეობის კეთილსინდისიერად შესრულებისთვის საინჟინრო ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეები სამსახურებრივ-საშტატო იარაღით დაჯილდოვდნენ. რამოდენიმე მესანგრეს უწყებრივი მედლები და ბრიგადის მეთაურის საპატიო სიგელები გადაეცათ.
იუბილესთან დაკავშირებით, საინჟინრო ბრიგადის სამწყობრო მოედანზე სამხედრო საინჟინრო ტექნიკის გამოფენაც მოეწყო. ბრიგადის იუბილე კონცერტით დასრულდა.

24 წლის წინ, 23 ივლისს ზნაურის რაიონის სოფელ იონჩაში, პოლკოვნიკმა კარლენ კალანდაძემ, მაიორმა ანდრო მაღლაკელიძემ, ლეიტენანტებმა - დავით ასაბაშვილმა და გოჩა ასაბაშვილმა, ასევე, მოხალისეებმა - სპარტაკ და ირაკლი მაისურაძეებმა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველი განაღმვითი სამუშაოები ჩაატარეს. მოგვიანებით, სწორედ, ამ თარიღს დაუკავშირდა საინჟინრო-მესანგრეთა პროფესიული დღე.


გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge