png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

პაატა დავითაია: მოვუწოდებ პროკურატურას, 30-დღიან ვადაში, წაუყენოს ბრალი სეპარატისტთა ლიდერებს

  • პოლიტიკა
  • 14.10.2015
  • 14:52
პაატა დავითაია: მოვუწოდებ პროკურატურას, 30-დღიან ვადაში, წაუყენოს ბრალი სეპარატისტთა ლიდერებს

საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის მიერ საქართველოში სამხედრო და კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულის ფაქტებზე გამოძიების ჩატარების მოთხოვნას ეხმაურება არასაპარლამენტო ოპოზიცია.

საქართველოს ევროპელი დემოკრატების თავმჯდომარე მოუწოდებს პროკურატურას სასწრაფოდ წაუყენოს ბრალი სეპარატისტთა ლიდერებს მათ მიერ ჩადენილ დანაშაულთან დაკავშირებით. პაატა დავითაია ჰააგას სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში განსაკუთრებით ერთ ფაქტორს უსვამს ხაზს.

"ამ განცხადებაში ვხედავ ერთ მინუსს, სადაც საუბარია, რომ საქართველოში შეფერხებაა გამოძიებასთან დაკავშირებით. ეს შეფერხებები იმის გამოა, რომ ამდენი ხნის განმავლობაში არ წაუყენეს ბრალი სეპარატისტთა ლიდერებს, რომლებმაც ჩაიდინეს ეთნიკური წმენდა და დანაშაული ადამიანების წინააღმდეგ, ასევე რუსეთის ფედერაციის სამხედრო ნაწილების ხელმძღვანელების წინააღმდეგ, ვინც დანაშაული ჩაიდინა.

აქედან გამომდინარე, მოვუწოდებ საქართველოს მთავრობას, კერძოდ პროკურატურას სასწრაფო რეჟიმში - 30-დღიან ვადაში, წაუყენოს ბრალი სეპარატისტთა ლიდერებს მათ მიერ ჩადენილ დანაშაულთან დაკავშირებით და თუ არსებობს დანაშაულებები საქართველოს მხრიდან, როგორც მოითხოვა დროებითმა საპარლამენტო კომისიამ," - განაცხადა პაატა დავითაიამ.

 როგორც ცნობილია, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორი 2008 წელს საქართველოში შეიარაღებული კონფლიქტის დროს, სამხედრო და კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულის ფაქტებზე გამოძიებას მოითხოვს. პროკურორმა ფატუ ბენსუდამ წინადადებით უკვე მიმართა მოსამართლეებს.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge