png.ge
png.ge
png.ge
16+
20 ნოემბერი, 2026, პარასკევი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
20 ნოემბერი, 2026, პარასკევი
png.ge

იუსტიციის სახლმა ჰერნანდო დე სოტოს უმასპინძლა

  • საზოგადოება
  • 14.10.2015
  • 14:26
იუსტიციის სახლმა ჰერნანდო დე სოტოს უმასპინძლა

 

საქართველოს იუსტიციის მინსიტრის მოადგილე მიხეილ სარჯველაძემ დღეს მსოფლიოში აღიარებულ ეკონომისტს ჰერნანდო დე სოტოს იუსტიციის სახლში უმასპინძლა. მიხეილ სარჯველაძემ ცნობილ ეკონომისტსა და არაერთი ქვეყნის მთავრობის ეკონომიკურ მრჩეველს, იუსტიციის სახლი პირადად დაათვალიერებინა. აუხსნა როგორ ხორციელდება ერთი ფანჯრის პრინციპით სახელმწიფო სერვისები გაცემა, რამდენი ადამიანი იღებს დღეში საშუალოდ სერვისს და ა.შ. მინისტრის მოადგილემ სტუმარს ასევე მიაწოდა ინფორმაცია იუსტიციის ახალი სახლების მშენებლობასა და სოფლებში საზოგადოებრივი ცენტრების შესახებ.

ჰერნანდო დე სოტო ამჟამად თავისუფლებისა და დემოკრატიის ინსტიტუტის (ILD) პრეზიდენტია. ინსტიტუტი მსოფლიოში აღიარებული  სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებაა, რომლის სათავო ოფისი პერუს დედაქალაქ ლიმაშია განთავსებული. ორგანიზაცია მიზნად ისახავს განვითარებადი ქვეყნებისთვის ქონებისა და ბიზნესის უფლებების რეფორმების კუთხით დახმარებას.

გაზეთმა Handelsblatt ჰერნანდო დე სოტო ჩვენი დროის ერთ-ერთ გამორჩეულ მოაზროვნედ დაასახელა, გამოცემებმა  Time და Forbes - წამყვან ნოვატორად, ხოლო Prospect and Foreign Policy-მ მსოფლიოს ტოპ 13 „საჯარო ინტელექტუალების“ სიაში შეიყვანა.

წარსულში დე სოტო იკავებდა ისეთ პოზიციებს, როგორიცაა Copper Exporting Countries Organization-ის აღმასრულებელი კომიტეტის პრეზიდენტი, Universal Engineering Corporation-ის აღმასრულებელი დირექტორი, Swiss Bank Corporation Consultant Group-ის დირექტორი და პერუს ცენტრალური სარეზერვო ბანკის მმართველი.

ჰერნანდო დე სოტომ კონსულტაცია გაუწია რამდენიმე ქვეყნის მთავრობას ქონების რეფორმის კუთხით. მისი ავტორობით 1980-იან წლებში გამოიცა წიგნი „სხვა გზა“ (The Other Path), მასვე ეკუთვნის შთამბეჭდავი ნაშრომი „კაპიტალის მისტერია“ (The Mystery of Capital).

ჰერნანდო დე სოტო საქართველოში „თბილისის აბრეშუმის გზის ფორმში“ მონაწილეობის მისაღებად ჩამოვიდა.  

საქართველოს პრემიერ-მინისტრის პატრონაჟით 2015 წლის 15-16 ოქტომბერს ქ. თბილისში პირველად ტარდება „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი“. მასშტაბური საერთაშორისო ღონისძიების ორგანიზატორია საქართველოს მთავრობა, თანაორგანიზატორი - ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობა. ქართული მხრიდან ფორუმის საორგანიზაციო საკითხებს წარმართავენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების და საგარეო საქმეთა სამინისტროები.

„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმში“ საქართველოს გარდა მონაწილეობას მიიღებს ევროპის, აზიის და ჩრდილოეთ ამერიკის 31 ქვეყნის წარმომადგენლობითი დელეგაცია, მათ შორის - ვიცე-პრემიერები და მინისტრები (ავღანეთი, აზერბაიჯანი, არაბთა გაერთიანებული საემიროები, აშშ, ბელარუსი, დანია, თურქეთი, თურქმენეთი, ინდოეთი, იტალია, კანადა, კვიპროსი, სამხრეთ კორეა, ლატვია, ლიტვა, მოლდოვა, ნორვეგია, პოლონეთი, რუმინეთი, საფრანგეთი, სლოვენია, სომხეთი, უზბეკეთი, უკრაინა, უნგრეთი, ქუვეითი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, შვეიცარია, ჩეხეთი, ჩინეთი). ასევე 20 საერთაშორისო, საფინანსო და დონორი ორგანიზაციის ხელმძღვანელი პირები.

ღონისძიებაში ასევე მონაწილეობას მიიღებენ ბიზნესსექტორების წარმომადგენლები  სხვადასხვა ქვეყნიდან. სულ ფორუმში მონაწილეობის მისაღებად თბილისში 800-ზე მეტი სტუმარი ჩამოვიდა, მათ შორის მსოფლიოში ცნობილი ეკონომისტები და ჟურნალისტები, რომლებიც სხვადასხვა თემატურ პანელებს გაუწევენ მოდერატორობას. 

„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი“ 15 ოქტომბერს 10.00 საათზე რუსთაველის აკადემიურ თეატრში გაიხსნება. ღონისძიებას გაუძღვება დოქტორი ჰერნანდო დე სოტო.  მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.

16 ოქტომბერს ჰერნანდო დე სოტო მონაწილეობას მიიღებს პანელში „საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობების ათვისება“ როგორც პანელის ერთ-ერთი მომხსენებელი.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მაშველები ნანგრევებში ეძებენ შვიდ მოქალაქეს, რომელთა შორის, სამი მცირეწლოვანია
  • 17:10
მაშველები ნანგრევებში ეძებენ შვიდ მოქალაქეს, რომელთა შორის, სამი მცირეწლოვანია
ღმერთო, დაგვიფარე ასეთი მეგობრებისგან - დონალდ ტუსკი ტრამპის მიერ პუტინის „მეგობრად“ მოხსენიებაზე
  • 16:59
ღმერთო, დაგვიფარე ასეთი მეგობრებისგან - დონალდ ტუსკი ტრამპის მიერ პუტინის „მეგობრად“ მოხსენიებაზე
ივანიშვილი, რომელმაც სამჯერ უკანონოდ ჩამსვა, რომ დაასანქცირონ, მიხარია კი არა, საერთოდ ჩაიტანოს დედამიწამ - ნიკა გვარამია
  • 16:57
ივანიშვილი, რომელმაც სამჯერ უკანონოდ ჩამსვა, რომ დაასანქცირონ, მიხარია კი არა, საერთოდ ჩაიტანოს დედამიწამ - ნიკა გვარამია
გაყიდვების რეკორდი საბურავებში - საავტომობილო პროდუქციის ფართო არჩევანი და ზამთრის შეთავაზებები „თეგეტა მოტორსში“
  • 12:43
გაყიდვების რეკორდი საბურავებში - საავტომობილო პროდუქციის ფართო არჩევანი და ზამთრის შეთავაზებები „თეგეტა მოტორსში“
„თეგეტა აკადემიის“ სავალი ნაწილის შეკეთების პროგრამა დასრულდა - კურსდამთავრებულების ნახევარზე მეტი „თეგეტაში“ დასაქმდება
  • 12:31
„თეგეტა აკადემიის“ სავალი ნაწილის შეკეთების პროგრამა დასრულდა - კურსდამთავრებულების ნახევარზე მეტი „თეგეტაში“ დასაქმდება
Tegeta App-ში მოგების დროა - ყოველი 50-ე ახალი მომხმარებელი საჩუქრად „გალფის“ ქულებს მიიღებს
  • 16:47
Tegeta App-ში მოგების დროა - ყოველი 50-ე ახალი მომხმარებელი საჩუქრად „გალფის“ ქულებს მიიღებს
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
  • 11:14
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge