png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

ანაკლიის პორტის მშენებელი კონსორციუმი 2-3 კვირაში გამოვლინდება

  • ეკონომიკა
  • 14.10.2015
  • 14:03
ანაკლიის პორტის მშენებელი კონსორციუმი 2-3 კვირაში გამოვლინდება

 

ანაკლიის პორტის მშენებელი კონსორციუმი 2-3 კვირაში გამოვლინდება. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის თქმით, თუ ვინ ააშენებსდ პორტს ეს 2-3 კვირაში გაირკვევა.

„ამ პროექტს დიდი მხარდაჭერა აქვს. ჩვენ ველოდებით საბოლოო და საუკეთესო შემოთავაზებებს და ვიმედოვმნებთ, რომნ 2-3 კვირაში გამარჯვებულს დავასახელებთ. აღმიშმუილი პორტი ჩვენი ქვეყნისათვის პრინციპულად მნიშვნელოვანია“- აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

ინვესტორის შერჩევა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სექტემბრის ბოლომდე უნდა მოეხდინა, თუმცა როგორც ჩანს უწყებამ დაანონსებულ თარიღში ინვესტორის შერჩევა ვერ მოასწრო. სამინისტროში ამბობენ, რომ შერჩეულ კომპანიებთან კონსულტაციებს კვლავ განაგრძობენ.

„კვლავ მიმდინარეობს სამუშაო ხასიათის შეხვედრები კომპანიებთან, რომლებიც ე.წ. „მოკლე სიაში“ იყვნენ და ბოლო ეტაპზე გავიდნენ“, აცხადებენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში.

 როგორც ცნობილია, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობისა და განვითარების შესახებ გამოცხადებულ  ინტერესთა  გამოხატვაში მონაწილეობა 12 კომპანიამ მიიღო, თუმცა ე.წ. „მოკლე სიაში“  შვიდი კომპანია შეირჩა, რომელთა შორის გამარჯვებულიც მიმდინარე წლის სექტემბრამდე უნდა  გამოვლენილიყო.

 

თავის მხრივ კი ე.წ. „მოკლე სიაში“ მოხვდნენ:

  1. BOUYGUES TRAVAUX PUBLICS S.A (FRANCE);
  2. MITSUI & CO., LTD (JAPAN); PORTEK INTERNATIONAL PRIVATE LIMITED (JAPAN) (CONSORTIUM);
  3. JSC ANAKLIA DEVELOPMENT CONSORTIUM (GEORGIA); 
  4. TERMINAL INVESTMENT LIMITED (LUXEMBOURG);
  5. ANAKLIA PORT AND INDUSTRIAL ECO PARK (GEORGIA); POWER CHINA – HUBEI HONGYUAN POWER ENGINEERING CO., LTD (CHINA); BRITISH ECO POWER LTD (GREAT BRITAIN); SPARTAK ERAGIA – (Physical Person); (CONSORTIUM);
  6. AECOM TECHNICAL SERVICES INC (USA); DIA HOLDING FZCO (UNITED ARAB EMIRATES); (CONSORTIUM);
  7. CHINA HARBOUR ENGINEERING COMPANY LTD (CHINA)

 

წლის დასაწყიში გაკეთებულ განცხადებაში ეკონომიკისა და მდგრადი განვიტარების მინისტრის მოადგილემ ირმა ქავთარაძემ აღნიშნა, რომ პორტის მშენებლობა 2016 წლის ივნისში დაიწყება და პროცესი შვიდ ეტაპად განხორციელდება.  თუმცა ვინაიდან კომპანია ჯერ შერჩეული არ არის, სავარაუდოდ მშენებლობის დაწყების პროცესიც დროში გადავადდება.

 

შეგახსენებთ, რომ გაცხადებული გეგმის მიხედვით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის ტვირთბრუნვის შესაძლებლობა წელიწადში 100 მილიონი ტონა უნდა იყოს.

პირობების მიხედვითვე, მშენებლობა წარიმართება რამდენიმე ფაზად პორტის სიმძლავრის ზრდის ეტაპების მიხედვით -  როცა პორტის არსებული ტვირთბრუნდა მიაღწევს პორტის გამტარუნარიანობის  90%-ს, კომპანია ვალდებული იქნება დაიწყოს პორტის მშენებლობის შემდეგი ეტაპი. აქედან გამომდინარე, ინვესტორთა მაქსიმალური ხელშეწყობის მიზნით, მშენებლობის კონრეტული ვადები განსაზღვრული არ არის. 

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge